ავტოსპორტი: ეკოლოგიის დამცველი დი კაპრიო

AutoSharing Option
ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო აგრძელებს გარემოს დაცვის იდეების განვითარებას.

ოსკარზე ხუთჯერ ნომინირებული მსახიობი "ფორმულა E"-ის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ელექტრომობილების განვითარების განხრით. კომიტეტმა უნდა მოიზიდოს თანხები იმისთვის, რომ დაიწყოს ელექტროძრავებით აღჭურვილი ტრანსპორტის მასობრივი გამოყენება.

"ფორმულა E"-ს შეუძლია გახდეს მძლავრი ინსტრუმენტი ელექტრომობილების შესახებ ადამიანების ცნობიერების შეცვლაში. პირადად მე, ვისურვებდი "ფორმულა E"-ს მანქანის მართვას. შესაძლოა, სულ მალე მიხილოთ ბოლიდის საჭესთან", - განაცხადა დი კაპრიომ.

"ფორმულა E" - საავტომობილო სერიაა, რომელშიც ელექტროძრავებით აღჭურვილი ბოლიდებით ასპარეზობენ. სერია 2012 წელს შეიქმნა და დი კაპრიო ერთ-ერთი
საჯინიბოს - Venturi-ის მფლობელი გახლავთ.

მსახიობი 1998 წლიდან გამოდის გარემოს დამცველად. მას საკუთარი ფონდი აქვს შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული