დაკარი 2016: ლოები დაკარზეც იგებს

AutoSharing Option
"დაკარზე", როგორც იქნა, პირველი სრულფასოვანი ეტაპი ჩატარდა. და ლეგენდარულ ავტომარათონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლეგენდარულმა ფრანგმა, კლასიკურ რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა, რომელიც "პეჟოს" მანქანით ასპარეზობს.

ლოების დებიუტი "დაკარზე" - ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო წლევანდელ რბოლაში. და ფრანგმა ბრწყინვალედ დაიწყო გამოსვლა. მან დისტანცია 3 საათში, 45 წუთში და 46 წამში დაფარა.

ეს დრო მოტოციკლების კლასში გამარჯვებულის შედეგსაც კი აღემატებოდა, არადა, ავტომორბილებისთვის დისტანცია უფრო გრძელი იყო. მეორე ადგილზე თითქმის ორწუთნახევრიანი ჩამორჩენით "დაკარის" 11-გზის გამარჯვებული სტეფან პეტერანსელი გავიდა.

ასევე აღვნიშნავთ კლასიკური რალის
კიდევ ერთი ყოფილი წარმომადგენლის, ფინელი მიკო ჰირვონენის წარმატებას, რომელიც MINI-ს პილოტებს შორის საუკეთესო იყო და მეხუთე ადგილზე გავიდა. მოქმედმა ჩემპიონმა, ყატარელმა ნასერ ალ-ატიიამ მხოლოდ მერვე დრო აჩვენა. ლეგენდარული ესპანელი კარლოს საინსი კი ჯერჯერობით მე-14 პოზიციაზეა და ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება.

მოტოციკლების კლასში, ჯერჯერობით, უსენსაციოდ მიდის ყველაფერი. მეორე ეტაპი მოიგო KTM-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ავსტრალიელმა ტობი პრაისმა. მისი დრო იყო - 3 საათი, 46 წუთი და 24 წამი. პორტუგალიელმა რუბენ ფარიამ Husqvarna-ს მოტოციკლით 20 წამი წააგო გამარჯვებულთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული