ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
თბილისში, ვაჟა კაჭარავას სახელობის ოლიპიური მზადების საფრენბურთო ცენტრში ქალთა შორის საქართევლოს ჩემპიონატი დაიწყო.

წლეულს შეჯიბრებაში 7 გუნდი ასპარეზობს. მათგან ერთი, "საქართველოს უნივერსიტეტი" იმ ასაკის გოგონებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა ითამაშონ.

ტურნირის ფავორიტები, ისვე როგორც შარშან, ამჯერადაც დიდი ჯიხაიშის "ჯიკო" და "ბათუმი" არიან. ამ გუნდების გზა ადრეულ ეტაპზე, უკვე მეორე ტურში გადაიკვეთა და შეხვედრა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის "ჯიკოს" გამარჯვებით დასრულდა. ამავე ტურში "საქართველოს უნივერსიტეტის" ნორჩმა გუნდმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია თსუ-ს და მშრალი ანგარიშით 0:3 დამარცხდა.
ასეთივე ანგარიშით "ბოლნისმა" ქუთაისელთა გუნდს მოუგო.

I ტური
თბილისი-საქ.უნივერსიტეტი 3:0, ბათუმი-ქუთაისი - 3:0, თსუ-ბოლნისი 3:0.

II ტური
თსუ-საქ.უნივერსიტეტი 3:0, ჯიკო-ბათუმი 3:1, ბოლნისი-ქუთაისი 3:0.

სატურნირო მდგოამრეობა
1. თსუ - 4 ქულა, 2. თბილისი - 2, 3. ჯიკო - 2, 4. ბათუმი - 2, 5. ბოლნისი - 2, 6. ქუთაისი - 0, 7. საქ. უნივერსიტეტი - 0

14 ნოემბერი, III ტური
ბოლნისი-ჯიკო, ქუთაისი-საქ. უნივერსიტეტი, თბილისი-თსუ
15 ნოემბერი, IV ტური
თბილისი-ბათუმი, ჯიკო-თსუ, საქ. უნივერსიტეტი-ბოლნისი
16 ნოემბერი, V ტური
ქუთაისი-თსუ, საქ. უნივერსიტეტი-ბათუმი, ჯიკო-თბილისი
17 ნოემბერი, VI ტური
ჯიკო-ქუთაისი, ბათუმი-თსუ, თბილისი_ბოლნისი
18 ნოემბერი, VII ტური
ბათუმი-ბოლნისი, ქუთაისი-თბილისი, ჯიკო-საქ. უნივერსიტეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული