პირველად მოედანზე იაპონიისა და ჩინეთის ეროვნული გუნდები გამოვიდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად ხუთი სეტის გამართვა გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ყველა სეტში ერთმა გუნდმა მეორეზე უპირატესობას მხოლოდ ორ ქულის სხვაობით მიაღწია.
ყველაზე ხანგრძლივი პირველი სეტი გამოდგა, რომელშიც იაპონელებმა 28:26 მოიგეს. მომდევნო სამი სეტი ერთი და იგივე ანგარიშით, 25:23 დასრულდა. ორი სეტში ჩინელებმა იმარჯვეს, ერთშიც ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა.
მეხუთე, დასკვნით პარტიაში, რომელიც 15 ქულამდე თამაშდება,
იაპონიის ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ბრაზილიის ეროვნული გუნდი იქნება. სამხრეთამერიკელებმა უმძიმეს მატჩში, ასევე ხუთ სეტში სძლიეს რუსთა გუნდს - 3:2 (24:26, 25:22, 19:25, 25:22, 21:19).
აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას სეტებში წინ სულ რუსები იყვნენ. ბრაზილიელები უდიდესი ძალისხმევის ფასად ახერხებდნენ ანგარიშის გათანაბრებას.
მეხუთე, გადამწყვეტი სეტის მიწურულისკენ კი 13:11-ს იგებდნენ და თითქოს გამარჯვებაც ხელის ერთ გაწვდენაზე იყო. სწორედ ასეთ გადამწყვეტ მომენტში უმტყუნა ნერვებმა ბრაზილიელთა წამყვამ ფრენბურთელს, დამრტყმელ ფაბიანას, რომელსაც ზედიზედ სამი დარტყმა გაუცუდდა.
რუსებმა თითქოს მატჩის შემობრუნება შეძლეს, მაგრამ ბრაზილიელებმა ფაბიანა სასწრაფოდ გამოცვალეს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. სეტი მათ სასარგებლოდ, 21:19 დამთავრდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა, რომელიც პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონია, ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე დაამარცხა დომინიკის რესპუბლიკის ნაკრები - 3:0 (25:14, 25:21. 25:22).
ამერიკელების მეტოქე ნახევარფინალში სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდი იქნება, რომელმაც იტალიის ნაკრებს სძლია - 3:1 (18:25, 25:21, 25:20, 25:20).
ფრენბურთი
ქალები. 1/4-ფინალი
რუსეთი-ბრაზილია 2-3 (26:24, 22:25, 25:19, 22:25, 19:21)
იაპონია-ჩინეთი 3-2 (28:26, 23:25, 25:23, 23:25, 18:16)
აშშ-დომინიკა 3-0 (25:14, 25:21, 25:22)
იტალია-ს. კორეა 1-3 (25:18, 21:25, 20:25, 18:25)
1/2-ფინალი
9 აგვისტო
კორეა-აშშ (18:00)
ბრაზილია-იაპონია (22:30)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"