გამართულ ფინალში რუსებმა იტალიის ნაკრები დაამარცხეს - 3:1 (25:20, 25:22, 22:25, 25:17). როგორც გითხარით, ეს ამ გუნდის პირველი გამარჯვებაა ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა მანამდე კონტინენტის საუკეთესო გუნდი არაერთხელ გამხდარა სსრკ-ის ნაკრები - ბოლოს ეს 1991 წელს მოხდა.
აქამდე რუსეთის ნაკრების საუკეთესო შედეგი იყო მეორე ადგილი - 1999, 2005 და 2007 წლებში.
მესამე ადგილისთვის მატჩში სერბეთის ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა - 3:0 (25:22, 32:30, 27:25).