A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია
B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი
C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა
D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა
როგორც ვხედავთ, ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა. მართალია, ის, A-ს მსგავსად, სიკვდილის ჯგუფად არ არის მონათლული, მაგრამ
8 აგვისტო: 14:00. ისლანდია-იაპონია 16:00. გერმანია-ჩილე 19:00. საქართველო-ალჟირი
9 აგვისტო: 16:00. ჩილე-ისლანდია 18:00. იაპონია-საქართველო 20:00. ალჟირი-გერმანია
11 აგვისტო: 10:00. გერმანია-იაპონია 12:00. ჩილე-ალჟირი 18:00. ისლანდია-საქართველო
12 აგვისტო: 16:00. ისლანდია-ალჟირი 18:00. საქართველო-გერმანია 20:00. იაპონია-ჩილე
14 აგვისტო: 10:00. იაპონია-ალჟირი 12:00. გერმანია-ისლანდია 18:00. საქართველო-ჩილე
15 აგვისტო: დასვენების დღე
16 აგვისტო: მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი XVII-XXIV ადგილებისთვის
17 აგვისტო: მეოთხედფინალი და მატჩები IX-XVI ადგილებისთვის
18 აგვისტო: დასვენების დღე
19 აგვისტო: ნახევარფინალი, I-IV, V-VIII ადგილები
20 აგვისტო: ფინალები
ცხადია, ჩემპიონატის მონაწილე გუნდები თბილისური ბატალიებისთვის მონდომებით ემზადებიან. ყველას თავის გეგმა და მიზანი აქვს. აი, რას ფიქრობს ფინალურ ეტაპზე ჩვენი ჯგუფის წევრი ისლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბარნი ფრიტზონი, რომელმაც 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედალი დაისაკუთრა:
- მსოფლიოს ჩემპიონატზე სუსტი ნაკრები ვერ მოხვდება, ამიტომაც ყველა ჯგუფი ძლიერია. - ამბობს ფრიტზონი. - რაც შეეხება B ჯგუფს, საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდებია თავმოყრილი. უდავო ლიდერი კი გერმანიაა. ალემანები, ზოგადად, ტურნირის ფავორიტებადაც მიმაჩნია. ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფიდან ყველა გუნდს აქვს შანსი, საუკეთესო 16-ეულში მოხვდეს.
- საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებზე რას ფიქრობთ?
- სიმართლე გითხრათ, თქვენი ასაკობრივი გუნდის შესახებ მწირი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯერ არის დრო და მისი თამაშის სტილს აუცილებლად შევისწავლით. რაც შეეხება ზოგადად ქართულ ხელბურთს, კარგი ტრადიციები გქონიათ. როგორც იცით, ისლანდიაში საკმაოდ ძლიერი ქართველი მეკარე გვყავდა - როლანდ ერაძე, რომელიც ჩვენს სამწვრთნელო შტაბშია და თბილისშიც გეწვევათ. მისგან მსმენია, რომ სპორტის ამ სახეობაში ქართველებს საკმაოდ დიდი ისტორია გაქვთ და, რა თქმა უნდა, შინაური კედლების დახმარებით ჯგუფური ეტაპის გადალახვას შეეცდებით.
- თქვენს გუნდზე არაფერი გითქვამთ...
- (ეცინება). საიდუმლოს ნამდვილად ვერ გავთქვამ. მთავარი ის არის, რომ თბილისში საბრძოლველად მოვდივართ. ვფიქრობ, ჩვენთან იოლი გასეირნება არავის ელის და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. იმედია, ჩემი ბიჭები 8 აგვისტოსთვის იდეალურ ფორმაში იქნებიან.
- ჩემპიონატის ფავორიტებად, მაინც, ვის მიიჩნევთ?
- ვფიქრობ, ხორვატია, გერმანია და საფრანგეთი ტურნირის აშკარა ფავორიტები არიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"