საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინეთში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ფინეთში - 24:36 და შეჯიბრება მეორე ადგილზე დაასრულა, პლეიოფში კი ლიტვა გავიდა.

თამაშის წინ ქართველებს მხოლოდ თეორიული სანსი ჰქონდათ პირველობისა და ისიც მეტწილად ლიტველთა წაგებაზე დამყარებული.

ფინელები თვიდანვე დაწინაურდნენ, ანგარიში კი პირველად და ერთადერთხელ გაათანაბრა რატი მსხვილიძემ მე-14 წუთზე. ამის შემდეგ ფინეთმა მოაწყო სამგოლიანი სპურტი, ტაიმი 16:10 მოიგო და შესვენების შემდეგაც განაგრძო უპირატესობის გაზრდა.

ფინელებს განსაკუთრებით გამოდიოდათ სწრაფი გარღვევა, ოთხჯერ მათ მიღებული გოლის შემდეგ მოახერხეს მსგავსი შეტევის მოწყობა, საქართველოს ნაკრები კი გადაღლილი
ჩანდა.

ქართველთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო რატი მსხვილიძე, რომელმაც მთელ ტურნირზე, 6 მატჩში 42 გოლი გაიტანა.

ჯგუფის ბოლო მატჩს, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება ლიტვაში, მხოლოდ მესამე ადგილის მფლობელის გარკვევა შეუძლია თურქეთსა და ფინეთს შორის.

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 6 ტური
I ჯგუფი. 11 იანვარი. კარიაა
ფინეთი-საქართველო 36:24
საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - მსხვილიძე 13/9 (4წთ), დათუკაშვილი 6/4 (4წთ), გვაზავა 5/4, ჭანტურია 4/2, გოგალაძე 2/2, რუსია 9/1, ტალახაძე 4/1, აბრამიშვილი 1/1, მაისურაძე 1/0, გამზარდია, სიმონია, ამირანაშვილი - პენალტები 1/1

ფინეთი : ნორდკვისტი, მიაკელა - ტამინენი 12/10, რონბერგი 13/7, სუნდბერგი 9/5 (4წთ), ბ. ბრომანი 5/4, ი. ბრომანი 5/3, რემი 5/3, კორპიმიაკი 2/1, კილსტედტი 2/1, ფორსი 2/1, ოიალა 2/1 (4წთ), კოლიონენი 2/0, ლაიტინენი, რაერინე - პენალტები 3/2

მსაჯები: სიგურდ თომასენი, ტობიას შმაკი (ბელ) / დელეგატი: ვიქტორ პოლადენკო (რუს)

I ჯგუფი
ლიტვა 7 ქულა / საქართველო 6, ფინეთი 5, თურქეთი 4

წყარო: geohandball.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა რას იზამდნენ...
xzxz
13 იანვარი 2014 09:16
0
დიდი ჰენბოლის ვარსკვლავები,ცერცვაძის ამფილოგოვის დროის ხალხი -გაწყდენ-საქართველო ხელბურთის ქვეყანაც იყო -თუ მარტო ქურდული ტრდიციების დაბრუნება სძალუძთ საქართველოს სფორტში თავმოყრილ ფულისტ დეგენერატებს
burivestniki
12 იანვარი 2014 12:36
0
ვაი ჩვენს პატრონს უბედურს,არცერთ სპორტის სახეობაში და საერთოდ სხოვრებაში ჩვენ არაფერი არ გვეშველება,მანამ სანამ ჩვენს გასიებულ თავებში არ მოხდება რევოლუცია,ეს კარგად დავიმახსოვროთ და გამოვიდეთ ილუზიებიდან.
roma
12 იანვარი 2014 11:50
0
აკი მაგრები ვართო?!
gizo
12 იანვარი 2014 10:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული