თამაშის წინ ქართველებს მხოლოდ თეორიული სანსი ჰქონდათ პირველობისა და ისიც მეტწილად ლიტველთა წაგებაზე დამყარებული.
ფინელები თვიდანვე დაწინაურდნენ, ანგარიში კი პირველად და ერთადერთხელ გაათანაბრა რატი მსხვილიძემ მე-14 წუთზე. ამის შემდეგ ფინეთმა მოაწყო სამგოლიანი სპურტი, ტაიმი 16:10 მოიგო და შესვენების შემდეგაც განაგრძო უპირატესობის გაზრდა.
ფინელებს განსაკუთრებით გამოდიოდათ სწრაფი გარღვევა, ოთხჯერ მათ მიღებული გოლის შემდეგ მოახერხეს მსგავსი შეტევის მოწყობა, საქართველოს ნაკრები კი გადაღლილი
ქართველთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო რატი მსხვილიძე, რომელმაც მთელ ტურნირზე, 6 მატჩში 42 გოლი გაიტანა.
ჯგუფის ბოლო მატჩს, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება ლიტვაში, მხოლოდ მესამე ადგილის მფლობელის გარკვევა შეუძლია თურქეთსა და ფინეთს შორის.
მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპა. 6 ტური
I ჯგუფი. 11 იანვარი. კარიაა
ფინეთი-საქართველო 36:24
საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - მსხვილიძე 13/9 (4წთ), დათუკაშვილი 6/4 (4წთ), გვაზავა 5/4, ჭანტურია 4/2, გოგალაძე 2/2, რუსია 9/1, ტალახაძე 4/1, აბრამიშვილი 1/1, მაისურაძე 1/0, გამზარდია, სიმონია, ამირანაშვილი - პენალტები 1/1
ფინეთი : ნორდკვისტი, მიაკელა - ტამინენი 12/10, რონბერგი 13/7, სუნდბერგი 9/5 (4წთ), ბ. ბრომანი 5/4, ი. ბრომანი 5/3, რემი 5/3, კორპიმიაკი 2/1, კილსტედტი 2/1, ფორსი 2/1, ოიალა 2/1 (4წთ), კოლიონენი 2/0, ლაიტინენი, რაერინე - პენალტები 3/2
მსაჯები: სიგურდ თომასენი, ტობიას შმაკი (ბელ) / დელეგატი: ვიქტორ პოლადენკო (რუს)
I ჯგუფი
ლიტვა 7 ქულა / საქართველო 6, ფინეთი 5, თურქეთი 4
წყარო: geohandball.ge