ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა აშკარად სუსტ მეტოქესთან საქმეში ყველა ხელბურთელის ნახვა გადაწყვიტეს და თამაშის საშუალება პირობითად სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცეს. ქართველთა გუნდში საუკეთესო იყო თინათინ ქიტესაშვილი, რომელმაც მეტოქის კარი 15-ჯერ დალაშქრა. მატჩის შემდეგ პრიზიც მას გადაეცა. თერთმეტი გოლი მიითვალა აქტივში ქრისტინე ღვალაძემ.
A ჯგუფში მეორე ადგილი ლატვიის ნაკრებს ერგო, რომელიც მხოლოდ ჩვენს ნაკრებთან დამარცხდა.
ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე ბოლო
ჩვენი მეტოქე ნახევარფინალში ბელგია იქნება, რომელმაც ბოლო ტურში ფარერებთან წააგო 14:21. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მშვენივრად მოთამაშე კუნძულელები, ამ ტურნირის ფავორიტები არიან.
IHF/EHF-ის თასი
A ჯგუფი
საქართველო-ალბანეთი 44:6
საქართველო: ანა ვარდიშვილი, ქრისტინე ჯავახია, მარიამ ჩაჩუა, თინათინ ქიტესაშვილი (15), ქრისტინე ღვალაძე (11), თამარ ჩოგოვაძე, ქეთევან ვენეცკი (1), თათია გადელია (6), ანა ყველაშვილი (1), ჯულია ჩირგაძე (3), ქეთი კუნელაშვილი (2), მაია ბერიძე (2), მედეა ჩოხელი, მარიკა ჯავახაძე (3)
ალბანეთ: პოლიკსენია მუჟა, კელი დელია, ჰაჯდი ზაიმი, კრისტინა კონინი (1), ენქსი ალიაჯი (2), აჯლა გოზდარი (2), სარა ბექო, საბრინა ზაიმი, იდაჯეტე ზავალანი (1)
კვიპროსი-ლატვია 17:31
სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 6 ქულა, 2. ლატვია - 4, 3. კვიპროსი - 2, ალბანეთი - 0.
B ჯგუფი
ესტონეთი-სომხეთი 39:9
ფარერები-ბელგია 21:14
სატურნირო მდგომარეობა
1. ფარერები - 6 ქულა, 2. ბელგია - 3, 3. ესტონეთი - 3, 4. სომხეთი - 0
V ადგილისთვის
12 მარტი
ესტონეთი-ალბანეთი
კვიპროსი-სომხეთი
ნახევარფინალი
საქართველო-ბელგია
ფარერები-ლატვია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"