A ჯგუფის წევრებმა თბილისის "ოლიმპიკის" აუზში იასპარეზეს. საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა მოიგო, ერთიც ფრედ დაასრულა და 10 ქულით (ბურთები - 51:25) დაწინაურდა.
შემდეგ მოდიან: სლოვაკეთი-8 (35:16), დიდი ბრიტანეთი-7 (36:24), პოლონეთი-3 (22:43), ჩეხეთი-0 (17:53) ქულა.
C ჯგუფის ორთაბრძოლებს ოდენსემ (დანია) უმასპინძლა. განსაკუთრებით რუსებმა გამოიჩინეს თავი - ხუთივე შეხვედრა მოიგეს, თან მეტოქეთა კარში 122 ბურთი (!) შეაგდეს
ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს თითოეულ მატჩში 20-ზე ნაკლები ბურთი არ გაუტანიათ. ყველაზე უხვგოლიანი რუსეთ-ბულგარეთის შეხვედრა გამოდგა - 36:4, ცხადია, აღმოსავლელი სლავების სასარგებლოდ.
პირველი ეტაპის შემდეგ ამ ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: რუსეთი-15 (122:26), მალტა-10 (65:51), პორტუგალია-9 (50:57), ისრაელი-7 (47:50), დანია-3 (46:67), ბულგარეთი-0 (35:114) ქულა.
B ჯგუფის პირველი რაუნდის პაექრობები 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეთა ვინაობაც მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დამირ ცრეპულია - საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წყალბურთელი
საქართველო-პოლონეთი 16:10 - დაუმარცხებლად პირველ ადგილზე
საქართველო-სლოვაკეთი 7:7 - ზავი პირველობის პერსპექტივით
საქართველო-დიდი ბრიტანეთი 12:3 - ევროპისაკენ წარმატებული სტარტით