უმცროსი წყალბურთელები თურქეთში, უფროსები ჩერნოგორიაში იასპარეზებენ

AutoSharing Option
ორი თვის წინათ ირაკლი კიკალიშვილისა და ოთარ ქოიავას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა 1998-1999 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს ნაკრები, რომელიც 22 აგვისტოს დილით სტამბოლში გაემგზავრა (დელეგაციის ხელმძღვანელი - საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა) თურქეთის საერთაშორისო ტურნირში საასპარეზოდ.

ჩვენი ბიჭები (ნიკა ჩხიკვიშვილი, გიორგი კუჭუხიძე, გიორგი ღავთაძე, გიორგი რაზმაძე, გიორგი მესხი, ნიკოლოზ ცანკაშვილი, გიორგი თეთრაძე, მიხეილ გვენცაძე, დათო ჯუღაშვილი, ვაჟა ფურცელაძე, ილია კაპანაძე, ნოდარ კაპანაძე, სანდრო დადიანი, ირაკლი მარგველაშვილი, გიორგი მაგრაქველიძე) 23 აგვისტოს თურქეთს, 24 სექტემბერს სერბეთსა და 25 რუსეთს დაუპირისპირდებიან.

როგორც
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი კიკალიშვილმა გვითხრა, ამ ასაკის წყალბურთელებს 2015 წელს ევროპის პირველობა უწევთ და ამ შეჯიბრებისთვის კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად აქედანვე ზრუნავენ.

1996-1997 წლებში დაბადებულ წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები (ბექა ჭოლოკავა, ირაკლი რაზმაძე, ხვიჩა ჯახაია, ზურაბ ჩიკვაიძე, მამუკა თუხარელი, ანდრია ბითაძე, გიორგი გაბადაძეე, დავით რევია, ვაჟა ფურცელაძე, რევაზ იმნაისვილი, გიორგი მაგრაქველიძე, გიორგი ზაქარეიშვილი, ლუკა ჯანჯღავა, ლევან მოსაშვილი, მთავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი, მწვრთნელი ირაკლი ბაქრაძე) 8-15 სექტემბერს მალტაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსინჯავს ძალებს თანატოლთა კონტინენტის კიდევ 15 გუნდთან ერთად.

სერბი სპეციალისტის იოვან პოპოვიჩის შეგირდებმა ფინალში თამაშის უფლება მიმდინარე წლის მაისში თბილისში გამართულ შესარჩევ ტურნირზე მოიპოვეს, მაშინ ჩვენმა ბიჭებმა მოლდოვას (16:6), სლოვაკეთს (13:5) და ჰოლანდიას (10:9) მოუგეს, გერმანიას დაუზავდნენ (7:7) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. დასკვნით ეტაპზე ქართველი წყალბურთელები D ჯგუფში მოხვდნენ.

8 სექტემბერს ჩვენები გერმანიას ეთამაშებიან, 9-ში უნგრეთს, ხოლო 10-ში იტალიას. ასპარეზობის დებულების თანახმად, ჯგუფების გამარჯვებულები მომდევნო ეტაპზე გავლენ, მეორე-მესამეადგილოსნები მეოთხედფინალის დანარჩენი 4 საგზურისთვის იბრძოლებენ.

მალტის ჩემპიონატისთვის უკეთ მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების წევრები 28 აგვისტოს ჩერნოგორიაში გაემგზავრება საწვრთნელი შეკრებისა და ტესტ-მატჩების ჩასატარებლად.

აქვე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა ვინაობასაც გაგაცნობთ ჯგუფების მიხედვით:

A ჯგუფი: ხორვატია, სერბეთი, რუსეთი, ბელარუსი.
B ჯგუფი: ესპანეთი, მალტა, საფრანგეთი, თურქეთი.
C ჯგუფი: საბერძნეთი, რუმინეთი, ჩერნოგორია, უკრაინა.
D ჯგუფი: იტალია, უნგრეთი, საქართველო, გერმანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებო... ასახელეთ საქართველო
ლელა
15:57 22-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული