მემფისის საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 642 ათასი დოლარია,
ნიკოლოზ ბასილაშვილი (67) სენსაციის ავტორი გახდა. მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში აჯობა ტურნირის რეიტინგფავორიტს, 37 წლის ხორვატ
ივო კარლოვიჩს (20) - 7:6 (7:2), 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა.
მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, პირველ სეტში თამაში ქულა ქულაში მიდიოდა და მხოლოდ ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა სეტის ბედი ნიკას სასარგებლოდ. მეორე სეტში ქართველმა ხორვატს 3:2-ზე მოუგო მისივე მოწოდება და მერე ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია.
იხილეთ ვიდეო
1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი
მეტიუ ებდენი (490)
იქნება, რომელმაც ამერიკელ
ტეილორ ფრიტცს (114) მოუგო.
ნიკამ ჯერ კიდევ გასულ წელს დაამტკიცა,რომ შეუძლია ოცეულის წევრებთან ტოლ სწორად თამაში და გამარჯვება,მისი პრობლემა ფსიქოლოგიური მდგრადობა იყო.ახლა კი თითქოს ეს ნაკლიც გამოსწორდა,ნიკამ ირწმუნა თავისი ძალისა.ვნახოთ,მომავალი გვიჩვენებს,მე კი დიდი იმედი მაქვს მისი და წლის ბოლოს, ოცეულში დამკაკუნებლად ველოდები.