![](https://sportall.ge/pictures/image31/04a22b6a313510f069f1538b9f76dfb7.jpg)
I წრეში ჩვენებური 38 წლის გერმანელ ტომი ჰაასს შეხვდა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის გამო, რეიტინგში ათასეულს მიღმაა, თუმცა აღიარებული ვარსკვლავია, ერთ დროს მსოფლიოს მეორე ჩოგანი იყო და 15 ტურნირი აქვს მოგებული ATP-ის ეგიდით. ნიკამ თითქმის ორ-საათნახევრიანი ორთაბრძოლა 6:7 (4:7), 7:6 (10:8), 6:2 მოიგო.
ახლა ჩვენებურის მეტოქე ბელგიელი სტივ დარსია (57), რომელმაც საკვალიფიკაციო ბადიდან გამოაღწია და პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ ბერნარდ ტომიჩს (ავსტრალია) აჯობა - 3:6, 6:1, 6:4.
ბასილაშვილმა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი დაამარცხა [VIDEO]" />