საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების ლიდერმა ხუთივე შეხვედრა მოიგო: სტარტზე სერბ ბოიანა მარკოვიჩს სძლია - 6:2, 6:3, შემდეგ მისი თანამემამულე მარინა კაჩარი ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:4. მესამე შეხვედრაში ჩინელი ჟუომა ნი მა დაჯაბნა - 6:1, 6:3, ნახევარფინალში მეშვიდე ნომრად განთესილი რუსი ალიონა ტარასოვა დაამარცხა - 7:5, 7:5, გადამწყვეტ პაექრობაში კი მეორე ნომერ აილა აქსუს (თურქეთი) აჯობა სამ სეტში - 2:6, 7:5, 7:6 და მთავარი პრიზი მოიპოვა.
წყვილებში
შაფათავამ და პალკინამ ნახევარფინალი შეჯიბრების პირველ ნომრებთან - დია ევტიმოვასა (ბულგარეთი) და იასმინა ტინჯიჩთან (ბოსნია) დათმეს - 6:1, 2:6, 6:10. წყვილებში პირველი ადგილი რუსებმა - ანასტასია ფროლოვამ და ალიონა ტარასოვამ დაიკავეს, რომლებმაც ევტიმოვასა და ტინჯიჩს 7:5, 6:1 სძლიეს.
შაფათავა ისევ ანტალიაში რჩება და ამ კვირას ახალ 15.000-იან ტურნირში იასპარეზებს. ისევ პირველ ნომრად იქნება განთესილი.
ამ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპში გუშინ ჩაებნენ ანა შანიძე და ლანა კენჭიაშვილი. შანიძემ პირველ წრეში უკრაინელ ანასტასია ხარჩენკოს პირველი სეტი 6:4 მოუგო, მეორეში 3:0 რომ დაწინაურდა, მეტოქემ ტრავმის გამო შეჯიბრება ვეღარ განაგრძო.
დღეს ანა ბელგიელ ანაის დეფოსეზს გაუწევს მეტოქეობას ძირითად ბადეში მოსახვედრად. კენჭიაშვილი სტარტზევე მარტა კოსტიუკთან (უკრაინა) ორ სეტში 0:6 და 3:6 დამარცხდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"