თბილისელი
სოფიო შაფათავა ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იანი ტურნირის ერთეულთა პაექრობას, სადაც პირველ ნომრად იყო განთესილი, სტარტზევე გამოეთიშა, სამაგიეროდ, წყვილებში მიიწევს წინ: გუშინ მეოთხედფინალში სოფიომ ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად სერბებს - მილიცა გუბრანოვიჩსა და ბოიანა მარკოვიჩს აჯობა - 6:2, 6:4.
ნახევარფინალში ქართულ-ყირგიზულ ტანდემს მეტოქეობას ალონა ფომინას (უკრაინა) და დოგა სელენ თაქუნიაჩის (თურქეთი) დუეტი გაუწევს. დოგამ და ალონამ ფრანგი დე ბერნარდი და ბულგარელი ანი ვანგელოვა ჩამოიშორეს გზიდან - 6:7, 6:4, 11:9.
მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ ვალენტინა ივახნენკო, ალექ
სანდრა პოსპელოვა (ორივე - რუსეთი) და სანდრა იამრიჩოვა (სლოვაკეთი), ელენა სიმიჩი (ბოსნია). გუშინ სანდრამ და ელენამ
ანა შანიძეს და
ლანა კენჭიაშვილს მოუგეს - 6:2, 7:5.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"