ბოლქვაძე ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში იმყოფება და ქალთა 15.000-იან შეჯიბრებაში მონაწილეობს. მე-7 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა პირველ წრეში იოლად დაამარცხა ჩეხი ანა სლოვაკოვა - 6:3, 6:1. მერვედფინალში იგი ანა-ლენა ნეუვირტსა (ავსტრია) და დომინიკ კარეგატის (ჰოლანდია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
წყვილებში ბელგიელ მარგუს ბოვისთან (ბელგია) ერთად ბოლქვაძემ განთესვით მეოთხე ნომრებს - ლიზა-მარია მაეტცკეს (გერმანია) და ელენ შოლსენს (ბელგია) სძლია 6:4, 6:4 და მეოთხედფინალში აჰლამ შავკატი (ეგვიპტე) - ნადია ვან ჰეერდენისა (სამხრეთი
ცივაძე ჩიმკენტში (ყაზახეთი) ვაჟთა 15.000-იან ტურნირში ასპარეზობს. ერთეულთა სტარტზე მან მასპინძელი ადილ კარიმოვი დაჯაბნა - 6:0, 6:1. მეორე წრეში ხორვატ ნინო სერდარუსიჩთან იბრძოლებს. ამ უკანასკნელმა გუშინ რუსი მაქსიმ რატნიუკი ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:1.
წყვილებში ცივაძე რუსეთის სახელით მოასპარეზე შალვა ჯანაშიასთან არის შეამხანაგებული. თანამემამულეთა დუეტმა სტარტზე რუსებს - ტიმურ კაიამოვსა და მაქსიმ რატნიუკს დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 6:4. მეოთხედფინალში ცივაძე და ჯანაშია მეტოქეობას გაუწევენ ოლექსანდრ ბიელინსკისა (უკრაინა) და პაველ კოტოვს (რუსეთი), რომლებმაც პირველ წრეში მე-2 ნომრად განთესილ რუსებს - ალექსანდრ იგოშინსა და იან საბანინს აჯობეს - 6:4, 6:0.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"