ნიკოლოზ ბასილაშვილმა "როლან გაროსის" მესამე წრეში გააღწია

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით აგრძელებს გამოსვლას "როლან გაროსზე", რომლის საპრიზო ფონდი 28 541 175 აშშ დოლარია.

31 მაისს, ტურნირის მეორე წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 63-ეა, რეიტინგის 35-ე საფეხურზე მყოფ სერბ ვიქტორ ტროიცკის სძლია - 7:6 (7:3), 7:6 (7:2), 7:6 (8:6)

ბასილაშვილს "როლან გაროსის" 1/16 ფინალში მეტოქედ ესპანელი რაფაელ ნადალი(4) ეყოლება, რომელმაც რობინ ჰასეს(46) იოლად სძლია - 6:1, 6:4, 6:3. ბასილაშვილი-ნადალის შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბასილაშვილმა პირველ წრეში ფრანგი ჟილ სიმონი (32) ოთხ
სეტში დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
როლან გაროსზე სამი წრის გავლა უკვე კარგი შედეგია,ნადალთან კი თუ შესძლო და ფსიქოლოგიურად არ დაიტვირთა,შეიძლება კარგი ბრძოლაც ვიხილოთ და მერე ვინ იცის... ეშმაკს არ სძინავს.მე კი ყველაზე ძალიან ხვალე ვთხოვ ღმერთს, გაუმარჯვოს ნიკას და ზაზას.
სოსო
01 ივნისი 2017 23:12
0
ავტორს! კი არ გააღწია დამსახურებლად მოუგო მოწინააღმდეგეს
jaba
01 ივნისი 2017 17:08
0
ოეეე დონე, შენ წარმატებები უსურვე თუ გული შეგტკივა, თუ არა და გაიარე რა, გთხოვს ვინმე რამეს
jaba
01 ივნისი 2017 17:06
0
ვგულშემატკივრობთ ყველა ერთად, ღირსეულ თამაშს ველოდები
aaa
01 ივნისი 2017 16:12
0
ცოტა ადეკვატურები იყავით.ნადალის მომგები დღეს მსოფლიოში არავინ არის,მითუმეტეს ასეთ საფარზე.
სხვა დონეა
01 ივნისი 2017 11:54
1
იგებს ის, ვისაც მეტად უნდა გამარჯვება! ასე რომ, ნიკა---საქართველოსთვის წინ!!!
mamuka09ze
01 ივნისი 2017 11:17
0
დარწმუნებული ვარ 2 ივნისს ნიკა აუცილებლად დაამარცხებს ნადალს. ვუსურვებ გამარჯვებას.
guram
01 ივნისი 2017 09:56
1
თუ მოიგო ნიკამ, რათქმაუნდა სენსაცია იქნება, მაგრამ თუ წააგო დარწმუნებული ვარ ურთულესი ბრძოლაში წააგებს. რაფას არ ელის იოლი გასეირნება
GEO
01 ივნისი 2017 09:47
0
ვფიქრობ ნადალსაც გაივლის ნიკოლოზი და განმეორდება ის ისტორია, როც ზენიტში მყოფი აგასი, თავის დროზე დაამარცხა ლაბაძემ. მაშინაც ვერავინ წარმოიდგენდა ამას, მაგრამ მოხდა. ახლა ნიკოლოზის ჯერია. წარმატებები შენ.
goginika
01 ივნისი 2017 09:44
0
ნადალმა ხომ უნდა წააგოს როდისმე. და ეს როდისმე დარწმუნებული ვარ იქნება 2 ივნისი.
lo
31 მაისი 2017 23:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული