როჯერ ფედერერი წაგებით დაბრუნდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა მარტის შემდეგ და სენსაციურად დამარცხდა შტუტგარტის ტურნირის მერვედფინალში გერმანელ ტომი ჰაასთან - 6:2, 6:7(8), 4:6.

ჩოგბურთელებმა კორტზე საათი და 54 წუთი გაატარეს. ჰაასმა 12 ეისი შეასრულა და სამიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ფედერერმა კი 23 ეისი მიითვალა და 12-დან სამი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო. როჯერს შეეძლო მატჩის მოგება - მეორე სეტში ბრეიკით იგებდა, ტაი-ბრეიკზე კი ერთი მატჩბოლი ჰქონდა. მესამე პარტიაში ჰაასმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ფედერერს კი შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ იხეირა.

ორივე ჩოგბურთელის საერთო ასაკია - 74 წელი (ჰაასი 39 წლისაა, ფედერერი - 35 წლის) და ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია 1982 წლის შემდეგ.

მეოთხედფინალში ჰაასი თანამემამულე მიშა ზვერევს დაუპირისპირდება.
როჯერ ფედერერმა ამ სეზონში ავსტრალიის ღია პირველობა და მაიამისა და ინდიან უელსის "მასტერსები" მოიგო, თუმცა, მთლიანად გამოტოვა გრუნტის სეზონი.

* * *
გუშინ ცნობილი გახდა, რომ როჯერ ფედერერი არ მიიღებს მონაწილეობას ბელარუსის წინააღმდეგ დევისის თასის მატჩში, რომელიც 14-16 სექტემბერს გაიმართება. ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა უკვე აცნობა ამის შესახებ სამწვრთნელო შტაბს. როჯერს სურს სექტემბრის შუა რიცხვებში დაისვენოს, რათა უკეთ მომზადებული შეხვდეს შანხაის ტურნირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული