![](https://sportall.ge/pictures/image31/cb042589e43f39f3eaa32ae2e5a2126c.jpg)
თავიდან ჩვენებურს საკვალიფიკაციო ბადეში უნდა ეთამაშა, მაგრამ ტომი ჰაასი დაიმტვრა და მისი ადგილი ბასილაშვილმა დაიკავა - ამის შესახებ ავსტრალიის ღია პირველობის "ტვიტერის" გვერდი იტყობინება.
ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადე 15 იანვარს გამოქვეყნდება, მატჩები კი 18 იანვარს დაიწყება. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 104-ე ჩოგანია.
ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ის პირველად იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზის უდიდესი მიღწევა შარშანდელი უიმბლდონის მესამე წრეში გასვლაა.