49 წლის ვეტერანმა უაილდ-ქარდი მიიღო მილანში ATP-ის "ჩელენჯერის" ტურნირში მონაწილეობაზე. სერია A-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი წყვილთა თანრიგში გამოვა თავის მწვრთნელთან და ყოფილ ჩოგბურთელთან სტეფანო ლანდონიოსთან ერთად.
მალდინის პროფესიული დებიუტი ჩოგბურთში 2017 წლის 26 ივნისს შედგება, ლეგენდარული ფეხბურთელის 49-ე დაბადების დღეზე, - წერს Il Tennis Italiano.
ლანდონიოს უმაღლესი მიღწევაა - ადგილი ATP-ის რეიტინგის TOP500-ში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"