ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა იზმირის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
იზმირში, ჩოგბურთელ ქალთა 60.000-იან საერთაშორისო ტურნირში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ მეშვიდე ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ.

სტარტზე თანამემამულე მარიამ ბოლქვაძის ძლევის შემდეგ, გუშინ მან მასპინძელი პემრა ოზგენი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 7:5 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთ თურქთან - აილა აქსუსთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა თანამემამულე ქემრე ანილი დაამარცხა - 6:1, 6:0.

* * *
ორი ქართველი ჩაება სტამბოლში, ჩოგბურთელ ვაჟთა 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში. სტარტი მათ საკვალიფიკაციო ბადეში აიღეს.

შოთა მეფარიძემ პირველ წრეში თურქი ეგე ერთაში დაამარცხა მშრალი ანგარიშით -
6:0, 6:0, მაგრამ ძირითადში გასასვლელი პაექრობა გერმანელ მარინ გრევენთან დათმო - 2:6, 3:6.

წყვილებში მეფარიძე და ალექსეი ხომიჩი (ბელორუსი) ესპანელ აარონ კორტეს ალკარასსა და შვეიცარიელ არია ჰარაჩის უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ კორტზე არ გამოცხადდნენ და წაგება ჩაეთვალათ.

საკვალიფიკაციოში გამოდიოდა ვაჟა შუბლაძეც, რომელსაც ძირითადისკენ მიმავალი გზა ალექსანდრ დონსკიმ (ბულგარეთი) გადაუღობა - 7:6, 6:2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული