ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა დაასრულა
AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (51) წარუმატებლად იასპარეზა ანტალიის (თურქეთი) ღია პირველობაზე, რომლის საპრიზო ფონდიც 440 ათასი ამერიკული დოლარია.
პირველ წრეში ჩვენებური 32 წლის კვიპროსელ მარკოს ბაღდატისთან (79) ორ სეტში დამარცხდა - 2:6, 1:6.
კვიპროსელი, რა თქმა უნდა, კარგი ჩოგბურთელია, მაგრამ მას 17 იანვრის მერე არ მოუგია. ამით მან ერთეულებში 8-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
ამ ბიჭს რომ ვუყურებ,ტალღასავითაა.მიაწვება,წავა მეღლა,მაღლა,დაიხევს უკან.მერე ისევ წინ და უფრო მაღალ დონეზე,ისევ უკან.ეგ არის,რომ ყოველი ტალღა ,წინაზე მაღალია.ესე იგი საბაზისო დონე მატულობს.ეს წაგება უკან დასწევს,მაგრამ მომდევნო ტალღით კიდევ უფრო წინ წავა და იმედია წლის ბოლოს ოცეულს მიუკაკუნებს.მას ეს ნამდვილად შეუძლია,მთავარია ისევ და ისევ სტაბილურობის მომატება და ფსიქოლოგიური მდგრადობა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.