ნიკოლოზ ბასილაშვილი - პირველი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟი ლაბაძის შემდეგ ტოპ-50-ში?

AutoSharing Option
25 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე ასპარეზობა II წრეში დაასრულა. ჩვენებურმა ვერ გაიმეორა საუკეთესო მიღწევა - 2015 წელს მან III წრეში გააღწია.

ქართველი ჩოგბურთელი დღეისათვის მსოფლიოს 54-ე ჩოგანია. რა იქნება მაშინ, როცა უიმბლდონის ტურნირი დასრულდება და ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდება?

დღევანდელი მონაცემით, ნიკოლოზი ზუსტად 50-ე გახდება რეიტინგში 886 ქულით. თეორიულად მისი გადასწრება კიდევ შეუძლიათ, თუმცა მთავარი კონკურენტი ამ მხრივ ფრანგი ადრიან მანარინოა, რომელიც ჯერ კიდევ ასპარეზობს უიმბლდონზე.

თუ ნიკა 50-ე ადგილზე დარჩება, მაშინ საკუთარი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს (51) გააუმჯობესებს და გახდება
პირველი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟი, ვინც ტოპ-50-ში შევა ირაკლი ლაბაძის (2004) შემდეგ. 

ქალთა შორის 2012 წელს ანა ტატიშვილი (მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს ასპარეზობდა) 50-ე ჩოგანი იყო.

ლაბაძის ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიოში 42-ე პოზიციაა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სსრკ-ას და რუსეთის სახელით ვინც ასპარეზობდა იმას რატო უთვლით საქართველოს ვერ გავიგე - მეტრეველი და მესხი გასაგებია გარემოებებისდა გამო იყო მაგრამ ჩაკვეტაძე გაქანებული რუსია ერთი სიტყვა არ იცის ქართულად და გაბაშვილისთვის კიდე რუსეთი მისი არჩევანია - საქართველოს სახელით ტოპ 100-50 ეულში გამოდიოდა ლაბაძე და გამოდის ბასილაშვილი და კიდე ტატიშვილი სანამ ამერიკის მოქალაქე გახდებოდა!
brola*
16:20 07-07-2017
0
მეტრეველმა უილმდონის ფინალი ნასტასესთან კი არა ჩეხ იან კოდეშთან წააგო.მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი იყო რუსეთის სახელით მოასპარეზე ანა ჩაკვეტაძე,რომელიც ახლა ენტევეზე ჩოგბურთის ექსპერტი და კომენტატორია.
jumber
22:18 06-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული