დავიდ ფერერი შესაძლოა, ნიკოლოზ ბასილაშვილს ვერ დაუპირისპირდეს

AutoSharing Option
დღეს ჰამბურგში დაიწყო გერმანიის ღია პირველობა ჩოგბურთში, რომლის საპრიზო ფონდი 1,5 მილიონი ევროა.

ტურნირში მონაწილეობს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

იგი 26 ივლისს უნდა დაუპირისპირდეს მე-8 ნომრად განთესილ დავიდ ფერერს, თუმცა არის შანსი, რომ ფერერმა ვერ შეძლოს თამაში.

საქმე ისაა, რომ 35 წლის ესპანელმა ბოლო ორ წელიწადში პირველი ტურნირის მოგება შეძლო კვირას ბასტადში. ასე რომ, ჰამბურგში თამაშზე უარის მიზეზი შესაძლოა, გადაღლილობა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამას ვარაუდობს Blasting News.

გამოქვეყნდა ახალი რეიტინგი, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მნიშვნელოვნად დაკარგა პოზიციები - მან 11
ადგილი დაკარგა რეიტინგში და ახლა 746 ქულით მსოფლიოს 62-ე ჩოგანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული