პარიზში ანა ტატიშვილი მსოფლიოს პირველ ჩოგან სერენა უილიამსს შეხვდება

AutoSharing Option
გამოქვეყნდა "დიდი სლემის" ტურნირის, საფრანგეთის ღია პირველობის ბადე.

საქართველოს პირველ ჩოგან ანა ტატიშვილს არ გაუმართლა - 23 წლის ქართველის მეტოქე პირველ წრეში მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებური ახლა მსოფლიოს 83-ე ჩოგანია, მისი საუკეთესო ადგილი რეიტინგ-ლისტში 50-ე პოზიციაა.

როლან გაროსის კორტებზე ანამ ორჯერ ითამაშა ძირითად ბადეში და ორჯერვე პირველ წრეში დამარცხდა (2011 და 2012 წლებში).

ბუნებრივია, ის სერენას კარიერაში არასოდეს შეხვედრია. თუკი ანა უდიდეს სენსაციას მოახდენს, მეორე წრეში ფრანგ კაროლინ გარსიასა და საკვალიფიკაციო წრიდან გამოსული ჩოგბურთელის მატჩში
გამარჯვებულს შეხვდება.

ასევე იხილეთ:
ანა ტატიშვილმა სტრასბურგის ტურნირში გამოსვლა დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებებს ვუსურვებ. იქნებ ქართული არხები აჩვენებნ? ვინემ იცით?
0
კარგი იქნება თამაშის რიცხვები და დაწყების დრო დაწეროთ ხოლმე
qarizma
19:37 24-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული