სოფიო შაფათავა ბრეშას ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი სპორტსმენი სოფიო შაფათავა წარმატებით ასპარეზობს იტალიურ ბრეშაში.

ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა თანრიგში მან 5 ივნისს მეორე შეხვედრა მოიგო: პირველ სეტში დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ 7:5 სძლია ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩს, მეორე ხელში კი მეტოქე უფრო იოლად დანებდა ჩვენებურს - 1:6.

შაფათავა მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ტურნირის რეიტინგფავორიტ ალექსანდრა კრუნიჩსა (სერბეთი) და მაკა ჩახნაშვილის მძლეველ ტერეზა მარტინცოვას (ჩეხეთი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

როგორც გაუწყეთ, შაფათავამ წინა დღესაც აჯობა კოვინიჩს, ოღონდ - წყვილებში. გერმანელ ქრისტინა შაკოვეცთან ერთად თბილისელმა ჩოგბურთელმა ჩერნოგორიელისა და სტორმ სანდერსის
(ავსტრალია) ტანდემს აჯობა.

მეოთხედფინალში შაფათავა და შაკოვეცი ტურნირის მე-4 ნომერ მასპინძლებს - ჯულია ჯატო-მოტიკონსა და ანასტასია გრიმალსკას შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული