სოფიო შაფათავამ მსოფლიო კლასიფიკაციაში 13 საფეხურით აინაცვლა

AutoSharing Option
იტალიურ პადოვაში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ითამაშა მე-7 ნომრად განთესილმა მაკა ჩახნაშვილმა: სტარტზე მან მასპინძელ მარიანა პეტრეის სძლია - 6:1, 6:4, მერე მილანა სპრემოს (სერბეთი) აჯობა - 6:2, 6:2 და ძირითად ბადეში გააღწია.

იქ ითამაშებს სოფიო შაფათავაც. წყვილებში იგი მარინა შამაიკოსთან (რუსეთი) ერთად ჯორჯია ბრეშას და ჯულია პაირონეს (ორივე - იტალია) დუეტს დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ წინა კვირის შედეგებით შაფათავამ მსოფლიო კლასიფიკაციაში 13 საფეხურით აინაცვლა და ამჟამად 225 ქულით 242-ეა, რაც მის
კარიერაში საუკეთესოა.

სამწუხაროდ, ანა ტატიშვილი ოთხი საფეხურით ჩამოქვეითდა. 78-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი ბირმინგემის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) ითამაშებს. სტარტზე იგი მე-15 ნომრად განთესილ იტალიელს - ფრანჩესკო სკიავონესთან გაარკვევს ურთიერთობას.

დღეისთვის მსოფლიო კლასიფიკაციაში ქართველ ჩოგბურთელთა მდგომარეობა ასეთია: 78 (74). ანა ტატიშვილი (834 ქულა), 242 (255). სოფიო შაფათავა (225), 310 (307). ოქსანა კალაშნიკოვა (145). 410 (409). მაკა ჩახნაშვილი (86), 490 (479). სოფიო ქვაცაბაია (64), 591 (538). ეკატერინე გორგოძე (43), 823 (825). ნათია გეგია (18).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული