სოფიო შაფათავა WTA-ს რეიტინგში 200-იანის ზღვარს მიუახლოვდა

AutoSharing Option
ბოლო დროს საერთაშორისო სარბიელზე სულ უფრო წარმატებით თამაშობს თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა და ეს მის რეიტინგსაც დაეტყო: WTA-ს კლასიფიკაციაში, წინა კვირის შედეგებით, კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელს უწია - 241 ქულით 229 ადგილზე გადაინაცვლა.

საერთოდ, WTA-ს რეიტინგში ამჟამად 7 ქართველია: 79 (78). ანა ტატიშვილი (834 ქულა), 229 (242). სოფიო შაფათავა (241), 314 (310). ოქსანა კალაშნიკოვა (145), 414 (410). მაკა ჩახნაშვილი (80), 490 (490). სოფიო ქვაცაბაია (64). 593 (591). ეკატერინე გორგოძე (43), 826 (823). ნათია გეგია (18).

წყვილებში ჩვენებურთაგან ოქსანა კალაშნიკოვა მეწინავეობს. 1226
ქულით მას 77-ე ადგილი უკავია.

ტატიშვილი 572 ქულით - 135-ე, ხოლო შაფათავა 218 ქულით 274-ე ადგილზეა.

ვაჟთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში: 260 (255). ნიკოლოზ ბასილაშვილი (179), 984 (978). ალექსანდრე მეტრეველი (10), 1530 (1517). გიორგი ჯავახიშვილი (2), 1565 (1556). გიორგი ცივაძე (2).

ქართველ ჩოგბურთელთაგან სოფიო შაფათავა ამჟამად შვეიცარიულ ლენცერჰეიდეში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან ტურნირში მონაწილეობს და მეორე ნომრადაა განთესილი.

სტარტზე იგი კვალიფიკაციიდან აღზევებულ იტალიელს - ჯორჯია ბრეშას დაუპირისპირდება. ტურნირის რეიტინგფავორიტია სლოვენიელი ზეკ-პესკირიჩი. პირველ ტურში მას მასპინძელი ჩიარა გრიმი გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული