სერენა უილიამსმა და მარია შარაპოვამ ერთმანეთს ომი გამოუცხადეს [VIDEO]

AutoSharing Option
უიმბლდონი ჯერ დაწყებული არ იყო, რომ უკვე შედგა ქალთა ტურნირის ორი მთავარი ფავორიტის - სერენა უილიამსისა და მარია შარაპოვას პირველი დაპირისპირება. მათ სიტყვიერი დუელი გამართეს ერთმანეთში.

როგორც უკვე ვწერდით, ცოტა ხნის წინ, სერენამ საკმაოდ სკანდალური ინტერვიუ მისცა ჟურნალ "როლინგ სტოუნს" და იქ შარაპოვაზეც ილაპარაკა. მან რუს ჩოგბურთელს მოსაწყენი ადამიანი უწოდა, რომელსაც არავინ პატიჟებს კარგ საღამოებზე. ამერიკელმა რუსს შეყვარებულიც დაუწუნა, კერძოდ, მარიას გულისწორს, ბულგარელ ჩოგბურთელს გრიგორ დიმიტროვს უწოდა მამაკაცი "ქვის გულით".

შარაპოვამ ამერიკელს პასუხი უიმბლდონისწინა პრესკონფერენციაზე გასცა: "უდიდეს პატივს ვცემ სერენას
და მის მიღწევებს სპორტში. მაგრამ, თუ უილიამსს სურს ვინმეს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, მაშინ მან უნდა მოყვეს საკუთარ ბოიფრენდთან ურთიერთობაზე, რომელიც ცოლიანია, ჰყავს შვილები და სერენას გამო ოჯახის დანგრევას აპირებს"
.

შარაპოვას მხედველობაში ჰყავს ფრანგი მწვრთნელი პატრიკ მურატოგლუ, რომელმაც გასულ წელს გააბა რომანი ამერიკელ ჩოგბურთელთან და ამ მიზეზით ოჯახი მიატოვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ისევ სერენა უილიამსისა და მარია შარაპოვას ფინალი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული