მარტინა ჰინგისი ისევ ბრუნდება

AutoSharing Option
ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი მარტინა ჰინგისი კარიერის განახლებას აპირებს იმისთვის, რომ ამერიკის ქალაქ კარლსბადში Southern California Open-ის ტურნირში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც სააგენტო "როიტერი" იუწყება, 32 წლის შვეიცარიელი წყვილთა თანრიგში გამოვა სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვასთან ერთად.

"მოხარულები ვართ, რომ მარტინამ სწორედ ჩვენი ტურნირი აირჩია პროფესიულ ტურში დასაბრუნებლად. თან ის ახლახან შეიყვანეს ჩოგბურთის დიდების დარბაზში. ვფიქრობ, გულშემატკივრები სიამოვნებით მიადევნებენ თვალს მის მატჩებს", - ამბობს კარლსბადის ტურნირის დირექტორი ალასტერ გარლანდი.

ეს იქნება მარტინა ჰინგისის პირველი გამოჩენა პროფესიულ ტურში 2007 წლის შემდეგ, როცა მან შემოდგომაზე ბოლო
ტურნირში მიიღო მონაწილეობა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. შვეიცარიელს კარიერაში WTA-ს 43 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის, "დიდი სლემის" ხუთი ჩემპიონატი.

კარლსბადის ტურნირი 27 ივლისს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარტინა ჰინგისი და სხვები: დიდების დარბაზში მატებაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული