ანა ტატიშვილმა სერენა უილიამსს ვერც ამჯერად გაუწია წინააღმდეგობა

AutoSharing Option
კალიფორნიის შტატის (აშშ) ქალაქ ლოს ანჯელესში სპორტულმა ტელეარხმა ESRY-მ ქალთა შორის წლის საუკეთესო სპორტსმენად სერენა უილიამსი დაასახელა.

ამგვარი აღიარება უმცროსმა უილიამსმა მეორედ მოიპოვა - პირველად ასეთი პატივი 2003 წელს ერგო. სერენას წლის საუკეთესო ჩოგბურთელის სახელი მეექვსედ ხვდა.

თბილისელ ანა ტატიშვილს შვედეთის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) მე-2 წრეში სწორედ სერენა უილიამსი ჰყავდა მეტოქედ. ჩვენებურმა პლანეტის უძლიერეს ჩოგბურთელს ვერც ამჯერად გაუწია სათანადო წინააღმდეგობა - 2:6, 3:6 დამარცხდა და ერთეულთა ბადეს გამოეთიშა.

გერმანიის 25.000-იან ტურნირში ეკატერინე გორგოძემ სტარტზე მე-2 ნომრად განთესილი
ალიაქსანდრა სასნოვიჩი (ბელორუსი) დაამარცხა, სოფიო ქვაცაბაიამ კი იანა სიზიკოვასთან (რუსეთი) წააგო - 5:7, 6:2, 6:7.

მეორე წრეში გორგოძე სწორედ სიზიკოვასთან გაარკვევს ურთიერთობას. წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია სინა ჰაასსა და ჩარლოტე კლასენს (ორივე - გერმანია) შეხვდებიან.

თურქეთში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), როგორც გაუწყეთ, ოთხი ჩოგბურთელი ჩაება.

მათგან სტარტზევე გამოეთიშნენ პაექრობას გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი. მეორე წრეში დამარცხდა მიხეილ ხმიადაშვილი - ჩვენებურს რობერტ კომანმა (რუმინეთი) აჯობა - 6:1, 4:6, 6:2.

აი, ალექსანდრე მეტრეველმა კი ორი წრე განვლო წარმატებით - კარუნუდაი სინგხი (ინდოეთი, 6:3, 6:2) და ჯორჯო პორტალური (იტალია, 6:3, 6:7, 6:2) ჩამოიშორა გზიდან. მეოთხედფინალში ჩვენებური მე-7 ნომრად განთესილ ენზო გუაგაუდს (საფრანგეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგას ვერ დავიჯერებ :)))
1
რატომ წერთ ასე ადვილად, რომ ,,ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა''... მოკლედ მაინც მიმოიხილეთ მატჩი, მეორე სეტში ისე ანერვიულა ანამ სერენა, რომ ასე გაბრაზებული კარგა ხანია არ მინახავს კორტზე, ასეთ ფაქტებს გაუსვით ხაზი, მარტო ანგარიშს რომ წერთ...
ნათია
17:32 19-07-2013
1

სიახლეები პოპულარული