მარია შარაპოვა: ყველაზე მდიდარი ქალებში

AutoSharing Option
ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების რეიტინგი. პირველ ადგილზეა რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, რომლის წლიური შემოსავალი 29 მილიონი დოლარია. ამ თანხიდან მხოლოდ 6 მილიონია კორტზე გამომუშავებული.

შარაპოვას გარდა, პირველ ათეულში კიდევ ექვსი ქალი ჩოგბურთელია წარმოადგენილი. თანაც, მხოლოდ მეხუთე ადგილზეა ამერიკელი ავტომრბოლი დანიკა პატრიკი, რომელმაც მარიაზე თითქმის ორჯერ ნაკლები თანხა - 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შარაპოვასა და პატრიკს შორის არიან - სერენა უილიამსი, ნა ლი და ვიქტორია აზარენკა.

სერენას შემოსავალია 20.5 მილიონი (8.5 მილიონი საპრიზო, 12 მილიონი - სასპონსორო
კონტრაქტები), ნა ლიმ 18.2 მილიონი გამოიმუშავა, მას მცირედით ჩამორჩება აზარენკა.

მეექვსე ადგილზე იმყოფება სამხრეთკორეელი მოციგურავე იონ ა კიმი, რომელსაც ჩოგბურთელთა ტრიო მოჰყვება - კაროლინ ვოზნიაცკი, აგნიეშკა რადვანსკა და ანა ივანოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ "ფორბსმა" გაზაფხულზე მამაკაცებისა და ქალების ანალოგიური გაერთიანებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც შარაპოვა 22-ე იყო. ჩოგბურთელთაგან მას მხოლოდ როჯერ ფედერერი უსწრებდა, რომელიც მეორე ადგილზე განთავსდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: თავის ქალა მარიასთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული