მსოფლიოს პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა სეტის წაუგებლად გაიარა გზა ფინალამდე, თუმცა ნახევარფინალში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა აგნიეშკა რადვანსკასგან, რომელთანაც ამერიკელს ხუთიდან ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული.
პირველ სეტში სერენა ორჯერ გავიდა წინ ბრეიკით, თან 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ პოლონელმა ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და ტაი-ბრეიკამდე მივიდა, თუმცა იქ ამერიკელმა იოლად მოიპოვა გამარჯვება - 7:3.
მეორე პარტიაც ოდნავ ჰგავდა სცენარით პირველს. სერენა
უმცროს უილიამსს შემტევი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული და ამან 42 "ვინერსი" და 46 უნებლიე შეცდომა მოუტანა. რადვანსკა ჩვეულ სტილში იცავდა თავს, რის გამოც მხოლოდ 8 "ვინერსი" მიითვალა და 24 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
* * *
თუ მამაკაცთა ტურნირის სენსაცია ვაშეკ პოსპიშილი გახდა, ქალებში ბრწყინვალე და სენსაციური გზა გაიარა რუმინელმა სორანა კირსტეამ. მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა კაროლინ ვოზნიაცკი, ელენა იანკოვიჩი, პეტრა კვიტოვა და ნა ლი და სერენა უილიამსთან თამაშის უფლება მოიპოვა.
კირსტეას ნა ლისთან ხუთიდან ოთხი მატჩი ჰქონდა წაგებული, თუმცა წინა თამაშების სტატისტიკა დაივიწყა და ნახევარფინალის პირველი სეტი 22 წუთში მოიგო - 6:1. ჩინელი საკუთარ თავს არ ჰგავდა და მთელი პარტიის განმავლობაში მხოლოდ 12 ქულა აიღო.
მეორე სეტში კი ნამდვილი თრილერი გათამაშდა. ლი 5:2 დაწინაურდა და, ალბათ, გონებაში მესამე პარტიისთვის ემზადებოდა, როცა კირსტეამ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, 6:5-ზე კი ორმაგი მატჩბოლი მოიპოვა. სწორედ აქ, რუმინელმა ნერვულ დაძაბულობას ვერ გაუძლო და ორივე შანსი გაანიავა, რითაც ტაი-ბრეიკი გაუნაღდა მეტოქეს. ნა ლიმ აქაც კომფორტული უპირატესობა მოიპოვა - 4:1 გავიდა წინ და კირსტეამ მორიგი სასწაული ჩაიდინა - მომდევნო შვიდი გათამაშებიდან ექვსი თავის სასარგებლოდ დაასრულა და კარიერაში პირველად გავიდა ასეთი დონის ტურნირის ფინალში - 6:1, 7:6(5).
სერენა უილიამსი და სორანა კირსტეა აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ამერიკელმა ორ სეტში გაიმარჯვა.
Rogers Cup
ტორონტო (კანადა). ჰარდი
საპრიზო ფონდი: 2 369 000
1/4 ფინალი
აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-სარა ერანი (იტა, 5) 7:6(1), 7:5; ნა ლი (ჩინ, 4)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 7:6(1), 6:2; სორანა კირსტეა (რუმ)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 6) 4:6, 7:5, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 6:1, 6:1.
1/2 ფინალი
სორანა კირსტეა (რუმ)-ნა ლი (ჩინ, 4) 6:1, 7:6(5); სერენა უილიამსი (აშშ, 1)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3) 7:6(3), 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონის ჩემპიონებმა Rogers Cup-ზე ვერ ივარგეს