ვაჟებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტია შოთა მეფარიძე, რომელიც ასპარეზობის სტარტზე თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი, 13 აგვისტოს, ფრანგ მატიუ რაჯაონაჰს აჯობა - 6:1, 6:2 და მესამე წრეში ვაროს იაგუდინის (რუსეთი) მძლეველ მიხაილ ხაჩატრიანს (სომხეთი) დაუპირისპირდება.
შეჯიბრებაში, მეფარიძის გარდა, კიდევ ოთხი ჩოგბურთელი მონაწილეობდა. გიორგი და ერეკლე კლიმიაშვილები ძირითად ბადეში იღბლიანი წაგებულის სტატუსით მოხვდნენ, მაგრამ რუს და პოლონელ მეტოქეებთან ვერაფერს გახდნენ: გიორგიმ რომან ბლოხინთან წააგო - 5:7, 1:6, ერეკლეს კი მათეუშ სმოლიცკიმ აჯობა
ირაკლი მეტრეველმა პირველ წრეში მასპინძელი გევორქ ბაიათიანი დაჯაბნა - 6:1, 6:2. 13 აგვისტოს კი მე-2 ნომრად განთესილ იაროსლავ პროსტაკოვს (რუსეთი) შეხვდა და ორ სეტში დათმო პაექრობა - 3:6, 4:6.
სტარტზე წარმატებით ითამაშა გიორგი დათაშვილმაც - საველი ვარლამოვი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 7:6. მეორე წრეში მისი მეტოქე იყო მე-12 ნომერი როი ბარანი (ისრაელი). ქართველმა ჩოგბურთელმა ეს ბარიერიც გადალახა - ბარანს 6:4, 6:2 მოუგო და მე-3 წრეში მე-5 ნომერ ალექსანდრ იარკოვთან გაარკვევს ურთიერთობას.
გოგონებში ცხრა მონაწილე გვყავდა: ოთხმა მათგანმა წარმატებით გაიარა პირველი წრე: მედეა პეტრიაშვილი - ანი საფარიანი (სომხეთი) 6:3, 6:4, მარიამ მითაიშვილი - ელიზავეტა პაკაწოშვილი (ბელორუსი) 6:2, 6:2, ირინე ყარანგოზიშვილი - ამით გავრიელი (ისრაელი) 6:1, 6:1, შორენა თათელიშვილი - ტატიანა სამურგაშევა (სომხეთი) 6:2, 4:6, 6:3. თამარ კუტუბიძე მე-6 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში თავისუფალი იყო.
ოთხი ჩვენებური სტარტზევე გამოეთიშა შეჯიბრებას: ანა ქადაგიძე - არევიკ თუმანიანი (სომხეთი) 1:6, 3:6, ელენე ყარანგოზიშვილი - კრისტინა კამსკაია (რუსეთი) 0:6, 0:6, ესთერ სარქისიანი - მარიამ ბაიათიანი (სომხეთი) 3:6, 6:7, ნათელა სიმონიშვილი - ელნარა ჯაბრაილოვა (რუსეთი) - 2:3-ზე ქართველის ტრავმის გამო შეჯიბრება შეწყდა.
გოგონებში მე-2 წრის შემდეგ სამი ჩვენებური შემორჩა თასის გათამაშებას. კუტუბიძემ ლინდა ონანიანს (სომხეთი) სძლია იოლად 6:3, 6:0 და 14 აგვისტოს უკრაინის სახელით მოასპარეზე ირინა ვარდანიანს შეხვდება.
მარიამ მითაიშვილმაც ძალების დაუძაბავად აჯობა მე-4 ნომერ ვალერია სოლოპაევას (რუსეთი) - 6:0, 6:2. ირინე ყარანგოზიშვილს მესამე წრეში გასასვლელად სამი სეტი დასჭირდა - 6:4, 1:6, 6:3 მოუგო ტურნირის მე-8 ნომერ რუს ტატიანა ფეიგინას და 14 აგვისტოს მის თანამემამულე ანა მახორკინას გაუწევს მეტოქეობას.
რაც შეეხება შორენა თათელიშვილსა და მედეა პეტრიაშვილს, მათ მაყურებლებში გადაინაცვლეს, რადგან ეკატერინა კუნინასთან და პოლინა პახომოვასთან (ორივე რუსეთი) დამარცხდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"