ქართველი ჩოგბურთელები: ვაჟები შინ, ქალები სტუმრად

AutoSharing Option
თელავში დაიწყო ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი), რომელშიც ქართველი სპორტსმენები მრავლად არიან წარმოდგენილნი.

ექვსი მათგანი საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოდა ძირითად ბადეში მოსახვედრად.

ამოცანას მხოლოდ ორმა გაართვა თავი წარმატებით: გიორგი რევაზიშვილმა ჯერ უკრაინელი არტიომ ვუ (6:1, მეორეში ანგარიში იყო 4:1, მეტოქემ ტრავმის გამო ბრძოლა რომ შეწყვიტა), შემდეგ კი რუსი ალექსანდრ კუნინი ჩამოიშორა (6:2, 6:3) გზიდან.

თბილისელი სურენ ვართანიანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში ანდრეა ატრიკეს (იტალია) აჯობა - 3:6, 7:5, 7:5. გიორგი დათაშვილმა სლავკო ბელიცასთან (სერბეთი) წააგო - 1:6,
3:6, ამ უკანასკნელმა რობერტ ჩაჩავა-რობასაც გადაუკეტა ძირითადი ბადისკენ მიმავალი გზა. თბილისელი კარენ სარქისიანი კი ხორვატ ტონი ანდროიჩს დანებდა - 0:6, 0:6.

2 სექტემბერს პირველი წრის შეხვედრები გაიმართა: ალექსანდრე მეტრეველმა "უალდ ქარდით" მიწვეული თანამემამულე ალექსანდრე ბაკში დაამარცხა - 6:2, 6:1.

კვალიფიკაციიდან აღზევებულმა რევაზიშვილმა მაქსიმ დმიტრიევთან (რუსეთი) წააგო - 2:6, 3:6.

დანარჩენი შეხვედრები: სურენ ვართანიანი - აზიზ ავლოევი (რუსეთი), მიხეილ ხმიადაშვილი - არკადიუშ კოსულა (პოლონეთი), შოთა მეფარიძე - რომაინ არნეოდო (საფრანგეთი), გიორგი ცივაძე - რონალდ სლობოდჩიკოვი (რუსეთი), გიორგი ჯავახიშვილი - მარატ დევიატიაროვი (უკრაინა) 3 სექტემბერს გაიმართება.

წყვილებში ითამაშებენ: შოთა მეფარიძე, ალექსანდრე მეტრეველი (ორივე - საქართველო) - არკადიუშ კოსულა, ბლაზეჯ კონიუში (პოლონეთი), მიხეილ ხმიადაშვილი (საქართველო), იური კრივოი (უკრაინა ) - კონსტანტინ გერლახი, მიხაილ ხალდეევი (რუსეთი), დავით კვერნაძე (საქართველო), მაქსიმ დმიტრიევი (რუსეთი) - დენის ბორისოვი, რონალდ სლობოდჩიკოვი (რუსეთი), ალექსანდრე ბაკში, გიორგი ჯავახიშვილი (საქართველო) - მარატ დევიატიაროვი (უკრაინა), ალექსიოს ჰალებიანი (აშშ), ტონი ანდროიჩი (ხორვატია), გიორგი ცივაძე (საქართველო) - რომაინ არნეოდო (საფრანგეთი), ბენჟამინ ბალერეტი (ჩერნოგორია).

* * *

ტრაბზონში, ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ბადეში, თამარ ჭალაგანიძე სტარტზევე დამარცხდა ემილი ვებლი-სმითთან (ბრიტანეთი) - 2:6, 0:6, წყვილებში კი სომეხ ანი ამირაგიანთან ერთად მესამე ნომრად განთესილ უკრაინელებს - იულია დეიგელზიმერსა და მარინა ზანევსკას დაუპირისპირდა და აქაც წააგო.

* * *

იტალიურ მესტრეში მარგალიტა ჩახნაშვილიც ქალთა სართაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) საკვალიფიკაციოში ჩაება. პირველ წრეში იოლად სძლია მასპინძელ კოსტანცა ზანონის (6:0, 6:0), მეორეში სარა ეკელი (იტალია) ელოდა. პირველ სეტში მასპინძელმა ჩვენებურს იოლად აჯობა; მეორეში, როცა კონსტანცა 4:1 დაწინაურდა, ჩახნაშვილმა ტრავმა მიიღო და ასპარეზობას გამოეთიშა.

* * *
ყაზანიდან მოსკოვის 25.000-იან ტურნირში გადაინაცვლა სოფიო შაფათავამ. პირველ წრეში იგი ჩინელ იი იანს გაუწევს მეტოქეობას. წყვილებში იულია კალაბინასთან (რუსეთი) შეამხანაგებული მე-4 ნომრადაა განთესილი და ამინატ კუშხოვა (რუსეთი)-განა როზნიხირენკოს (უკრაინა) დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული