ვიქტორია აზარენკა ყველაზე ძვირი ჩოგბურთელია

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ბელორუსი ვიქტორია აზარენკა პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელია საპრიზო თანხებისა და კორტზე გატარებული დროის შეფარდების მიხედვით.

24 წლის აზარენკამ, რომელმაც ამ სეზონში 49-დან 42 მატჩი მოიგო, 5 822 165 დოლარი გამოიმუშავა, ანუ 70 869 დოლარი თითო სეტის (სულ 83 პარტია) სანაცვლოდ.

ამ მაჩვენებლით აზარენკამ გაუსწრო მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ამერიკელ სერენა უილიამსს (59 882 დოლარი სეტისთვის) და ესპანელ რაფაელ ნადალს (62 210), აგრეთვე სახელოვან გოლფისტს, ტაიგერ ვუდსს (ითვლება საათობრივი თამაში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტოკიოში ვიქტორია აზარენკას
აგნიეშკა რადვანსკაც მიჰყვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული