კაროლინ ვოზნიაცკი რორი მაკილროის გაეყარა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ და თანამედროვე გოლფის ერთ-ერთმა უპირველესმა ვარსკვლავმა, ჩრდილოირლანდიელმა რორი მაკილროიმ ურთიერთობა გაწყვიტეს.

გაზეთ "ტელეგრაფის" ცნობით, 23 წლის ვოზნიაცკი ძალიან იმედგაცრუებულია 24 წლის მაკილროისთან დაშორებით, რომელსაც ადრე "იდეალურ ბოიფრენდს" უწოდებდა. აღნიშნავენ, რომ გოლფისტმა ტურნირებში გამოსვლაზე მაქსიმალური კონცენტრაცია გადაწყვიტა და არ სურს, პირადმა ცხოვრებამ ყურადღება გაუფანტოს.

"რორისა და კაროს შორის ყველაფერი დასრულდა, - მოჰყავს "ტელეგრაფს" მაკილროის ინკოგნიტო მეგობრის სიტყვები. - ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ასე სჯობს ორივესთვის. კაროლინი ბევრს ტიროდა. მათ სოციალურ ქსელებში კვლავაც გამოტანილი
აქვთ ერთობლივი ფოტო, როგორც ბედნიერი დღეების გახსენება, მაგრამ ისინი ერთად აღარ არიან.

ჩოგბურთელსა და გოლფისტს შორის ურთიერთობა ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

კიმმა ჯეკი გვიჩვენა
ყოფილმა ბელგიელმა ჩოგბურთელმა კიმ კლაისტერსმა პირველად აჩვენა საზოგადოებას თავისი მეორე შვილი - ჯეკი. შეგახსენებთ, რომ კლაისტერსისა და მისი მეუღლის, ბრაიან ლინჩის ოჯახში მეორე შვილი 18 სექტემბერს დაიბადა.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი თავის ვაჟთან ერთად ბელგიური ჟურნალის, Dag Allemaal-ის გარეკანზე გამოჩნდა. ასევე, ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა ჩოგბურთელის მეუღლემ და უფროსმა ქალიშვილმა - ჯადამ.

მოგვიანებით, კლაისტერსი ბავშვებთან ერთად ბელგიის საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩს დაესწრო "ანტვერპენსა" და "ოსტენდეს" შორის. კიმი მეუღლეს უჭერდა მხარს, რომელიც "ანტვერპენის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კაროლინი და რორი ისევ ერთად არიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული