1. უმცროსმა უილიამსმა მთელი სეზონის განმავლობაში 12 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც 4 მილიონით მეტია წინა რეკორდზე, რომელიც შარშან ვიქტორია აზარენკამ დაამყარა. WTA-ს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ 26-მა ჩოგბურთელმა შეძლო მთელი კარიერის განმავლობაში 10 მილიონზე მეტის გამომუშავება, სერენამ კი ეს ერთ სეზონში გააკეთა.
2. სერენამ ამ სეზონში “დიდი სლემის” ორი ტურნირი მოიგო და ახლა მის ანგარიშზეა 17 ტიტული ამ სერიის ჩემპიონატებში. ამ მაჩვენებლით ამერიკელი
3. მთელი სეზონის განმავლობაში უილიამსმა 80-ზე მეტი მატჩი ჩაატარა - პირველად კარიერაში. ეს გასაოცარი მაჩვენებელია 32 წლის ჩოგბურთელისთვის.
4. ამა წლის 17 თებერვალს სერენამ დაიბრუნა პირველი ადგილი მსოფლიო კლასიფიკაციაში და ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი გახდა.
5. სტამბულში გამარჯვება მე-11 ტრიუმფი იყო ამერიკელისთვის წლევანდელ სეზონში. სერენა მეათე ჩოგბურთელია ღია ერაში, ვინც ერთ წელიწადში მინიმუმ ათი ტურნირი მოიგო.
6. აშშ-ის ღია პირველობაზე გამარჯვებისთვის სერენამ 3.6 მილიონი დოლარი მიიღო - ეს ყველაზე დიდი ჰონორარია ჩოგბურთის ისტორიაში. ნიუ იორკში ანალოგიური თანხა გამოიმუშავა რაფაელ ნადალმა.
7. უილიამსმა მოიგო ზედიზედ 34 მატჩი და ეს სერია უიმბლდონზე საბინ ლისიცკისთან წაგების შემდეგ შეწყდა.
8. ამ სეზონში სერენამ გადააჭარბა კარიერაში 600-მატჩიან ზღვარს. მოქმედ ჩოგბურთელებს შორის ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ უფროს დას - ვენუსს ჩამორჩება.
9. სერენამ სეზონში მოიგო 78 მატჩი და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდა, რაც პროცენტულად 95.1 მოგებას უდრის. ეს არის ჩოგბურთის ისტორიაში მეცხრე მაჩვენებელი.
10. სერენა მეშვიდე ადგილზე გადავიდა კარიერაში მოპოვებული ტიტულების რაოდენობით. სეზონის მსვლელობისას მან გაუსწრო მონიკა სელეშს (53), ლინდსი დავენპორტსა (55) და ვირჯინია უეიდს (55). ამ მომენტისთვის, სერენას კარიერაში 57 ტიტული აქვს მოგებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სეზონის ლოგიკური დასასრული