ამ დღეებში "დიდი სლემის" ტურნირების 12-გზის ჩემპიონმა საქველმოქმედო ტურნირი მოიგო, თანაც დაამარცხა ლეგენდარული ფეხბურთელები - ბრაზილიელი რონალდო და უკრაინელი ანდრეი შევჩენკო.
ნადალის, შევჩენკოსა და რონალდოს გარდა, მინი-ტურნირში მონაწილეობა მიიღო პოკერის ცნობილმა მოთამაშემ დანიელ ნეგრეანუმ, სამთო თხილამურებში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იტალიელმა ალბერტო ტომბამ და ბალახის ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონმა, ჰოლანდიელმა ფატიმა მორეირო დე მელამ.
სწორედ ამ უკანასკნელს შეხვდა ნადალი ფინალში და გამარჯვებას მიაღწია. ესპანელმა 50 ათასი
"ჩემი ცხოვრება, კვლავინდებურად ჩოგბურთს უკავშირდება. პოკერის თამაშს კი მხოლოდ ახლა ვსწავლობ და ვცდილობ, კონკურენტუნარიანი ვიყო. ისევე, როგორც ჩოგბურთში, აქაც მოთმინება და საკუთარი თავის კონტროლია საჭირო", - განაცხადა ტურნირის შემდეგ ნადალმა.
როჯერ ფედერერი აგენტობას იწყებს
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა და მისმა აგენტმა - ტონი გოდსიკმა გახსნეს სამენეჯერო კომპანია, რომელიც მომავალში წამყვანი ჩოგბურთელების ინტერესებს დაიცავს,
კომპანიაში, რომელსაც Team8 ჰქვია, ასევე ორი ამერიკელი ინვესტორი შედის. უკვე ცნობილია, რომ Team8 იზრუნებს თავად ფედერერის, აგრეთვე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროსა და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის ინტერესების დაცვაზე.
"ჩვენ ვქმნით კომპანიას, რომელიც მთელ თავის ყურადღებას მოახმარს ელიტური სპორტსმენების მცირე ჯგუფს. ძალიან დაწვრილებით მივუდგებით კლიენტებისა და პარტნიორების არჩევის საკითხს. რამდენიმე კომპანია, რომელიც ამ ბაზარზე მუშაობს, მთავარ ამოცანად მიიჩნევს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოთამაშის გაფორმებას იმ იმედით, რომ მომავალში ისინი ვარსკვლავები გახდებიან. ჩვენ ასე მუშაობას არ ვაპირებთ.
როჯერ ფედერერი ამ მომენტისთვის ჩვენი კომპანიის კლიენტი იქნება და არა პარტნიორი. კარიერის დასრულების შემდეგ კი ის მთლიანად ჩაერთვება სააგენტოს მუშაობაში", - განაცხადა გოდსიკმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხუან მარტინ დელ პოტრომ ლიონელ მესის გაუსწრო