აზარენკა და მარეი ქვემოთ მიექანებიან

AutoSharing Option
გასულ კვირას ჩატარებული ტურნირების შემდეგ მნიშვნელოვანად შეიცვალა სიტუაცია ქალთა და მამაკაცთა რეიტინგებში.

WTA-ს კლასიფიკაციაში ჩინელმა ნა ლიმ და პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ ბელორუსი ვიქტორია აზარენკა მეოთხე ადგილამდე ჩამოაქვეითეს. გასულ კვირას ლიმ დოჰას ტურნირის მესამე წრემდე მიაღწია, რისი წყალობითაც მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მესამე ჩოგანის სტატუსი კი რადვანსკას ერგო. დოჰას ტურნირის გამარჯვებული სიმონა ჰალეპი მეათედან მეცხრე ადგილზე გადავიდა.

* * *
ATP-ის კლასიფიკაციაში მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა ბრიტანელმა ენდი მარეიმ. განახლებულ რეიტინგში ის მეშვიდე ადგილზეა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ჩოგბურთელისთვის ბოლო ექვსი წლის
განმავლობაში.

მარეიმ ტომაშ ბერდიხს გაუცვალა ადგილი. ასევე გაცვალეს პოზიციები ესპანელმა დავიდ ფერერმა და არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ. ფერერი მეოთხე ადგილზეა, დელ პოტრო - მეხუთეზე.

თანდათან იბრუნებს დაკარგულ პოზიციებს მარინ ჩილიჩი, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო: ხორვატმა რვა ადგილი მოიგო და 29-ე ჩოგანია.

ATP
1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) 14 085
2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 10 580
3(3). სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 5 620
4(5). დავიდ ფერერი (ესპ) 5 440
5(4). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 4 960
6(7). ტომას ბერდიხი (ჩეხ) 4 950
7(6). ენდი მარეი (ბრიტ) 4 795
8(8). როჯერ ფედერერი (შვეიც) 4 305
9(9). რიშარ გასკე (საფ) 2 950
10(10). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 885

WTA
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 13 000
2(3). ნა ლი (ჩინ) 6 690
3(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 705
4(2). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 5 681
5(5). მარია შარაპოვა (რუს) 5 206
6(6). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4.710
7(8). ელენა იანკოვიჩი (სერ) 4 535
8(9). ანჟელიკ კერბერი (გერ) 4.490
9(10). სიმონა ჰალეპი (რუმ) 4 435
10(7). სარა ერანი (იტა) 4 390

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული