ერთეულთა თანრიგში მე-5 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა კვალიფიკაციიდან აღზევებულ ანასტასია ფროლოვას სამ სეტში აჯობა დაძაბულ პაექრობაში - 1:6, 6:4,7:5. მეოთხედფინალში შაფათავა ტურნირის რეიტინგფავორიტ ალიაქსანდრა სასნოვიჩს (ბელორუსი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გალინა პოზნიხირენკო (უკრაინა) ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 7:6. ქართველ ჩოგბურთელს სასნოვიჩთან რევანში აქვს ასაღები 2013 წელს ტალინის 25.000-იან ტურნირში მარცხისთვის (3:6, 7:5, 4:6). წარმატების შემთხვევაში შაფათავა ნახევარფინალში მოსკოველებს - მაია კაციტაძესა და მარგარიტა კასპარიანს შორის უძლიერესს
ბადის მეორე მხარეს რუსეთის კიდევ ერთი ქართველი წარმომადგენელია - ნათელა ძალამიძე, რომელმაც მერვედფინალში მეორე ნომრად განთესილი კატერინა კოზლოვა (უკრაინა) დაამარცხა - 5:7, 7:6, 7:6 21 თებერვალს იგი ესტონელ ანეტ კონტავეიტთან (მე-8 ნომერი) გაარკვევს ურთიერთობას.
* * *
ანტალიის 10.000-იან საერთაშორისო ტურნირზე მეორე ნომერია ეკატერინე გორგოძე, რომელმაც 20 თებერვალს ჩინელი სიაონ დონი დაამარცხა - 6:3, 6:1 და მეოთხედფინალში ჰელენ პლოსკინას (უკრაინა) მძლეველ (6:2, 5:7, 6:3) ნიკოლეტა-კატალინა დასკალუსთან (რუმინეთი) გაარკვევს ურთიერთობას. ჩინელი ჟაოჰუან იანი ჰყავდა მეტოქედ სოფიო ქვაცაბაიას. სამ სეტში აზიელმა გაიმარჯვა - 6:4, 5:7, 6:1.
წყვილთა პაექრობებში პირიქით მოხდა: რუმინელ დიანა ბუზეანთან ერთად მეორე ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ ჩინელების - სიაორონ დონისა და ლინ ჟუს დუეტთან დათმო პაექრობა - 6:3, 4:6, 6:10.
ამ დუეტთან ნახევარფინალში მოუწევს ანგარიშსწორება მესამე ნომერ სოფიო ქვაცაბაიას და პია კონიგის (ავსტრია) წყვილს, რომელმაც 20 თებერვალს ოლენა კურპოტსა (უკრაინა) და ტიასა სრიმპფს (სლოვენია) აჯობა - 7:5, 6:0. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: იანა სიზიკოვა (რუსეთი), ლენკა ვიენეროვა (სლოვაკეთი)-იიჰონ ლი, ჟაოჰუან იანი (ორივე-ჩინეთი).
* * *
მეოთხედფინალში ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც ასტანაში ჩოგბურთელ ვაჟთა 75.000-იან ტურნირში ცდის ძალებს. მეორე წრეში მან იულის მარი (საფრანგეთი) დაამარცხა - 6:7, 7:6, 6:4 და ახლა გზიდან სერბი ფილიპ კრაინოვიჩის ჩამოშორებას შეეცდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"