სერენა უილიამსი მონიკა სელეშზე წინ

AutoSharing Option
გამოქვეყნდა WTA-ს ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, პირველი ადგილი შეინარჩუნა ამერიკელმა სერენა უილიამსმა. ამით ეს ჩოგბურთელი მეხუთე ადგილზე გადავიდა კლასიფიკაციის პირველ საფეხურზე ყოფნის ხანგრძლივობით - უმცროსმა უილიამსმა თანამემამულე მონიკა სელეშს გაუსწრო. სერენა 179 კვირის განმავლობაში ფლობდა ლიდერობას WTA-ს რეიტინგში, რაც ერთი კვირით მეტია სელეშის მაჩვენებელზე.

ამ სიაში პირველ ადგილზეა გერმანელი შტეფი გრაფი, რომელიც 377 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. მეორეზე - ამერიკელი მარტინა ნავრატილოვა (332), შემდეგ მოდიან - ამერიკელი კრის ევერტი (260) და შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი (209).

"ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი,
- ამბობს
უილიამსი WTA-ს ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ კომენტარში. - მახსოვს, როგორ მისწრებდა მონიკა "დიდი სლემის" ტურნირებზე მოგებების რაოდენობით და ესეც დიდ მიღწევად მიმაჩნდა ჩემთვის. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის უდიდესი ჩოგბურთელი იყო. ახლა მე მის დონეზე გავედი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული