გამოქვეყნდა WTA-ს ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, პირველი ადგილი შეინარჩუნა ამერიკელმა სერენა უილიამსმა. ამით ეს ჩოგბურთელი მეხუთე ადგილზე გადავიდა კლასიფიკაციის პირველ საფეხურზე ყოფნის ხანგრძლივობით - უმცროსმა უილიამსმა თანამემამულე მონიკა სელეშს გაუსწრო. სერენა 179 კვირის განმავლობაში ფლობდა ლიდერობას WTA-ს რეიტინგში, რაც ერთი კვირით მეტია სელეშის მაჩვენებელზე.
ამ სიაში პირველ ადგილზეა გერმანელი შტეფი გრაფი, რომელიც 377 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. მეორეზე - ამერიკელი მარტინა ნავრატილოვა (332), შემდეგ მოდიან - ამერიკელი კრის ევერტი (260) და შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი (209).
"ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი, - ამბობს
უილიამსი WTA-ს ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ კომენტარში. -
მახსოვს, როგორ მისწრებდა მონიკა "დიდი სლემის" ტურნირებზე მოგებების რაოდენობით და ესეც დიდ მიღწევად მიმაჩნდა ჩემთვის. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის უდიდესი ჩოგბურთელი იყო. ახლა მე მის დონეზე გავედი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"