დევისის თასი: ცონგა და ვავრინკა დაიწყებენ

AutoSharing Option
გუშინ საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართა დევისის თასის ფინალური მატჩის წილისყრა, რომლითაც დადგინდა ჩოგბურთელთა კორტზე გასვლის გრაფიკი. შეგახსენებთ, რომ თასისთვის საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებები იბრძოლებენ.

დღეს პირველები კორტზე ჟო-ვილფრიდ ცონგა და სტანისლას ვავრინკა გავლენ. შემდეგ ერთმანეთს შეხვდებიან გაელ მონფილსი და როჯერ ფედერერი.

შაბათს გაიმართება წყვილთა მატჩი: ჟულიან ბენეტო/რიშარ გასკე-მარკო ჩიუდინელი/მიხაელ ლამერი.

კვირას ასეთი განრიგია: ჟო-ვილფრიდ ცონგა-როჯერ ფედერერი და გაელ მონფილსი-სტანისლას ვავრინკა.

ფრანგებმა ფინალისთვის გრუნტის საფარი აირჩიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული