გარდა ამისა, 20 წლის კანადელი ეჟენი ბუშარი წლის ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ დაასახელეს. ამ ნომინაციაში მან გაუსწრო კაროლინა პლიშკოვას, კაროლინ გარსიას, კოკო ვანდევეგესა და კეისი დელაკუას.
32 წლის მირიანა ლუჩიჩ-ბარონი "წლის დაბრუნებად" მონათლეს.
ამასობაში, ცნობილი გახდა აშშ-ის ღია პირველობის მთავარ კორტზე მოძრავი სახურავის დამონტაჟების თარიღი. გეგმის მიხედვით, არტურ ეშის სახელობის კორტზე მიმდინარე სამუშაოები 2016 წლის მაისისთვის უნდა დასრულდეს.
ამ მომენტისთვის უკვე აღმართულია 24-დან ორი 45-მეტრიანი რკინის სვეტი, რომელიც სახურავის საფუძველი უნდა გახდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"