მარტინა ნავრატილოვა: ასეთი იყო ლეგენდა

AutoSharing Option
მარტინა ნავრატილოვა - ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი ქალია. მას ვერავინ შეედრება მოგებული ტურნირების რაოდენობით, ვერც კორტზე მოპოვებული ჰონორარების სიდიდით, მაგრამ ქერათმიან მარტინას არანაკლები პოპულარობა მოუტანა მისმა მრავალრიცხოვანმა რომანებმა... თავისსავე სქესის წარმომადგენლებთან. ის თვით მადონასთანაც კი აღმოჩნდა ლოგინში!

ლეგენდის ბოლო აქტიურობა სასიყვარულო ფრონტზე 42 წლის იულია ლემიგოვას უკავშირდება, რომელიც 1991 წელს მის სსრკ გახდა. მარტინამ ამ ქალბატონს ხელი სთხოვა.

მარტინა ნავრატილოვა 1960 წელს, ჩეხოსლოვაკიის პატარა პროვინციულ ქალაქში დაიბადა. 13 წლის ასაკში პროფესიონალი ჩოგბურთელი გახდა, 1974 წელს კი, აშშ-ს ღია პირველობა
მოიგო, რისთვისაც 50 ათასი დოლარი მიიღო. პრაღელმა ჩინოვნიკებმა მარტინას ეს თანხა მთლიანად ჩამოართვეს და მხოლოდ 200 დოლარი დაუტოვეს. ალბათ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ნავრატილოვამ ჩეხოსლოვაკიიდან გაქცევა. 18 წლის ჩოგბურთელმა ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა თავის სამშობლოსთან, ნათესავებთან და მეგობრებთან და 1975 წელს, აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ასე აღმოჩნდა იგი "შეშლილ სამყაროში"...

ნავრატილოვაზე მფარველობა თავის თავზე აიღო ცნობილმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ბილი ჯინ კინგმა. თავიდან, მარტინას რჩევებით ეხმარებოდა, შემდეგ გოგონას ერთად ვარჯიში შესთავაზა; ცოტა მოგვიანებით კი, საწოლში მიიწვია ახალი მეგობარი. მარტინა დათანხმდა და როგორც შემდეგ აღიარა, დიდი სიამოვნებაც მიიღო. ამასობაში, საყვარლებმა კორტზე დამეგობრებაც გადაწყვიტეს და წყვილთა თანრიგში დაიწყეს თამაში. ნავრატილოვა-კინგის დუეტის ზედიზედ რამდენიმე ტურნირში ტრიუმფმა ყოფილი ჩეხი ლესბოსური სექსის სარგებლობაში დაარწმუნა.

მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა. ნავრატილოვა სანდრა ჰეილიმ, მილიონერის 35 წლის ქვრივმა გაიტაცა. პირველი ღამის შემდეგ ჰეილიმ ახალ საყვარელს სთხოვა, თმა შეეღება. სწორედ ამის შემდეგ გახდა მარტინა ქერათმიანი.

ჰეილიმ და ნავრატილოვამ სამი წელი იცხოვრეს ერთად. ისე ჩანდა, რომ სტაბილური პირადი ცხოვრება პროფესიული ოსტატობის ამაღლებას უწყობდა ხელს: 1978 წლის 10 ივლისს, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის კომპიუტერმა მარტინა რეიტინგის პირველ ადგილზე დააყენა.

მაგრამ მომავალ წელს ნავრატილოვას ვერავინ ცნობდა - იგი ტურნირს ტურნირზე აგებდა და აშკარად ვერ ფარავდა ნერვიულობასა და გაღიზიანებას. თურმე ამ ყველაფრის მიზეზი ჰეილის დაუკმაყოფილებელი სექსუალური მოთხოვნილებები ყოფილა. სანდრას მარტინასთან ნებივრობა არა კვირაში ერთხელ ან ორჯერ, არამედ ყოველდღიურად უნდოდა! ბოლოს და ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ ნავრატილოვა არჩევანის წინაშე დადგა: ან სიყვარული, ან სპორტი. მან არჩევანი გააკეთა - ჩოგბურთში დარჩა.

თუმცა საყვარელ ქალთან განშორება მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. იგი ნერვიული სტრესის გამო საავადმყოფოშიც კი აღმოჩნდა. ხოლო, როცა შინ დაბრუნდა, "დეილინიუსის" კორესპონდენტს შეხვდა. ძნელი სათქმელია, რა ბზიკმა უკბინა მაშინ ჩვეულებრივ ენაუთქმელ ნავრატილოვას, მაგრამ ფაქტია, რომ ჩოგბურთელმა ჟურნალისტს გული გადაუშალა.

სამი დღის შემდეგ "დეილინიუსის" პირველ გვერდზე დიდი ასოებით ეწერა: "მე ლესბოსელი ვარ და ვამაყობ ამით". აგორდა გრანდიოზული სკანდალი, რომელსაც ნავრატილოვასთვის ფრიად უსიამოვნო შედეგები მოჰყვა. ამერიკული საზოგადოებრივი აზრი ჩოგბურთელის წინააღმდეგ წავიდა. როცა მარტინა კორტზე გადიოდა, ტრიბუნებიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები და წყევლა-კრულვა ესმოდა. ერთბაშად სამმა ფირმამ გაწყვიტა ნავრატილოვასთან კონტრაქტი, ამ უკანასკნელის "ამორალური საქციელის" გამო.

და რაც მთავარია, ამერიკის ხელისუფლებამ შეაჩერა მარტინასათვის ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი. სენატში ჩოგბურთელის დეპორტაციის მოთხოვნაც კი გაისმა.

ასეთ მკაცრ პირობებში მყოფი ნავრატილოვა დროებით ესპანეთში, საკუთარ სახლში ჩაიკეტა. პუბლიკის წინაშე კი მხოლოდ თავის აგენტთან ერთად ჩნდებოდა. საზოგადოებისა და პრესისთვის თვალის ასახვევად, საჯაროდ ორჯერ მამაკაცსაც კი აკოცა. კოცნის სურათები გაზეთებში გამოქვეყნდა და სკანდალიც ნელ-ნელა მიიჩქმალა...

1981 წლის ივნისში ნავრატილოვას, როგორც იქნა, ამერიკის მოქალაქეობა აღირსეს. ამ სასიხარულო მოვლენიდან სამი კვირის თავზე, მარტინამ 30 წლის ნენსი ლიბერმანი გაიცნო. იგი ჩოგბურთელის ბინაში მასაჟისტის სტატუსით გამოცხადდა, რათა უიმბლდონზე გამართული ბატალიების შემდეგ მარტინასათვის სტრესი და დაძაბულობა მოეხსნა. ძალიან მალე გაირკვა, რომ ლიბერმანს ზურგისა და ფეხების გარდა, ქალის სხეულზე სხვა ისეთი ადგილებიც სცოდნია, სადაც ასევე შეიძლება დაძაბულობის მოხსნა.

ნავრატილოვას შემდეგი საყვარელი გახდა ყოფილი "მის ტეხასი" - ჯუდი ნელსონი. დღეს მარტინა ამ ქალს ვამპირსა და ქურდს უწოდებს, მაშინ კი ჯუდის სხვაგვარად ეპყრობოდა. მართალია, ნელსონი არც ისე ახალგაზრდა იყო და ორი შვილიც ჰყავდა, მაგრამ ნავრატილოვას იგი ერთი ნახვით შეუყვარდა. იმდენად, რომ საქორწინო კონტრაქტის მსგავს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ჯუდის საჩოგბურთო ჰონორარების ნახევარი ეკუთვნოდა.

საინტერესო ის არის, რომ ჯუდი ნელსონი ლესბოსური სიყვარულის მიმართ მეტად გულცივი იყო. თუმცა, შესანიშნავი მსახიობი გახლდათ და ნავრატილოვას ოსტატურადაც ატყუებდა. სანამ მარტინა კლასიფიკაციაში პირველ ჩოგნად რჩებოდა და დიდ ტურნირებს იგებდა, ნელსონი მას ცივ ნიავს არ აკარებდა და ჩოგბურთელის ყველანაირ ახირებულ თხოვნას ასრულებდა, მაგრამ ამასობაში, ქალთა ტურში შტეფი გრაფი და მონიკა სელეში გამოჩნდნენ, რომლებმაც ნავრატილოვა ჩრდილში მოაქციეს.

ნელსონმაც გადაწყვიტა, რომ აღარ ღირდა მსახიობობანას თამაში და "განქორწინებაზე" სასამართლოში განცხადება შეიტანა. ჯუდი "გაწეული სამსახურისთვის" ჩოგბურთელის ქონების ნახევარს ითხოვდა... ეს კი, არც მეტი, არც ნაკლები, 60 მილიონი გახლდათ! ბუნებრივია, ქალბატონი ნელსონი თავის მოთხოვნებს ოფიციალურ კონტრაქტსაც ურთავდა თან.

ამბობენ, როცა ნავრატილოვამ ჯუდის ღალატის შესახებ შეიტყო, კინაღამ კომაში ჩავარდა. "ეს როგორ გააკეთა! მე ხომ ის ძალიან მიყვარდა!" - გაიძახოდა ჩოგბურთელი. 1991 წლის ზაფხულში ნავრატილოვასა და ნელსონის სასამართლო პროცესი დაიწყო. მიუხედავად მარტინას ადვოკატების აქტიური მცდელობისა, სასამართლომ დააკმაყოფილა ჯუდის სარჩელი და ნავრატილოვას ყოფილი საყვარლისათვის 10 მილიონი დოლარის გადახდა დაუწესა!

"მეუღლის მარწუხებიდან" განთავისუფლებულმა მარტინამ სულ აიშვა. როგორც ამბობენ, მას ხშირად ხედავდნენ ლოს ანჯელესში, ადგილობრივი ლესბოსელების კომპანიაში.

ერთხელ კი ჩოგბურთელს ბისექსუალი მადონა გააცნეს. სუპერვარსკვლავები ბელ-ეირში, მადონას ვილაში განცალკევდნენ, მაგრამ როგორც ამბობენ, მაშინდელი ღამით მომღერალიც და ჩოგბურთელიც იმედგაცრუებულნი დარჩნენ...

მას შემდეგ ისინი აღარ შეხვედრიან ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნავრატილოვა 1956 წელს დაიბადა და არა 1960 წელს
beqa
20:21 09-12-2014
0
აი საით ილტვიან საქართველოდან ბნელები
0

სიახლეები პოპულარული