ანა ჩაკვეტაძე დაქორწინდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი მეხუთე ჩოგანი, რუსი ანა ჩაკვეტაძე დაქორწინდა. როგორც რუსული პრესა წერს, 27 წლის მოსკოველის მეუღლე გახდა უკრაინის მოქალაქეობის მქონე შვეიცარიელი ბიზნესმენი.

ჩაკვეტაძემ კარიერაში WTA-ს რვა ტიტული მოიგო ერთეულთა თანრიგში. "დიდი სლემის" ტურნირებზე მისი საუკეთესო შედეგი იყო - 2007 წელს აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალი, რის შემდეგაც მაქსიმუმს მიაღწია ქალთა კლასიფიკაციაში. ანამ კარიერის დასრულების შესახებ 2013 წელს ოფიციალურად გამოაცხადა.

* * *
ამასობაში, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკის ახალი შეყვარებული ჰყავს. ეს არის ამერიკის ფეხბურთის ლიგის კლუბის - "ვაშინგტონ
რედსკინზის" მოთამაშე რაიან კერიგანი. ისინი ერთად შეამჩნიეს საქველმოქმედო აუქციონზე, რომელიც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის მიერ იყო ორგანიზებული.

აღვნიშნავთ, რომ ეს იყო ვოზნიაცკის პირველი გამოჩენა საზოგადოებაში მამაკაცთან ერთად მას შემდეგ, რაც ჩოგბურთელი გოლფისტ რორი მაკილროის დაშორდა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მაისში მაკილროიმ გააუქმა ვოზნიაცკისთან ნიშნობა სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული