ნახევარფინალში ორივეს თანამემამულესთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა. შარაპოვა ეკატერინა მაკაროვას ხვდებოდა, რომელიც ხუთიდან ხუთ შეხვედრაში ჰყავდა დამარცხებული.
მარიას მეორე წრეში თანამემამულე ალექსანდრა პანოვასთან ორი მატჩბოლის მოგერიების შემდეგ, ზედიზედ მესამე მატჩში იოლი გასეირნება გამოუვიდა. პირველ სეტში ის 3:0 და 4:1 დაწინაურდა. მართალია, მაკაროვამ საპასუხო ბრეიკი შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ 4:3-დან შარაპოვამ ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და 6:3, 4:0 დააფიქსირა.
მსოფლიოს მეორე ჩოგანს აღარ გასჭირვებია
სწორედ ერთ-ერთ უილიამსთან მოუწევს ფინალში ურთიერთობის გარკვევა შარაპოვას. სერენა ამ ტურნირის აღმოჩენად მონათლულ თანამემამულეს, 19 წლის მედისონ კისს ხვდებოდა. ახალგაზრდა ჩოგბურთელმა თავიდანვე ბრეიკით შეძლო დაწინაურება - 3:1, მაგრამ სერენამ მალე გაათანაბრა ანგარიში და ამის შემდეგ ჩოგბურთელებმა შეინარჩუნეს საკუთარი მოწოდებები. შესაბამისად, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი მუდმივად წინ იყო და მოიგო შემოკლებული გეიმი - 7:5. სეტი 45 წუთი გრძელდებოდა.
პირველი სეტის წაგებამ ცუდად იმოქმედა კისზე და ის განადგურების პირას დადგა - 1:5. და მეშვიდე გეიმში თინეიჯერმა სერიოზული ბრძოლა გაუმართა მსოფლიოს პირველ ჩოგანს. ამ გეიმში რვაჯერ დაფიქსირდა "თანაბარი" და კისმა ერთბაშად 7(!) მატჩბოლი მოიგერია. მაგრამ 5:2-ზე სერენამ მაინც ჩააწოდა მატჩზე - მეცხრე გეიმი გარდასახა მომგებიან ქულაში.
უმცროსი უილიამსი 23-ე ფინალს ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირზე. წინა 22 გადამწყვეტი მატჩიდან 18 მოიგო და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდა. შარაპოვასთან ფინალშიც ამერიკელი ფავორიტად მოჩანს. სერენა ურთიერთშეხვედრებში 18:2-ს უგებს რუსს, თან ბოლო 16 მატჩი ზედიზედ მოიგო. ბოლოს შარაპოვამ უილიამსი 10 წლის წინ დაამარცხა.
ქალები
1/2-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მედისონ კისი (აშშ) 7:6(5), 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 10) 6:3, 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"