
ჩეხმა გუშინდელ მატჩამდე ისე მიაღწია, რომ არც ერთი სეტი არ წააგო, მეოთხედფინალში კი რაფაელ ნადალი გაანადგურა. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ბრიტანელი 4:6-ს აგებდა ურთიერთშეხვედრებში ჩეხთან და ბოლო ორი მატჩიც წაგებული ჰქონდა ტომაშთან.
თუმცა ავსტრალიაში არც მარეის დაეწუნებოდა სათამაშო ფორმა. წინა მატჩებში მან ერთადერთი სეტი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან წააგო, მეორე სეტი კი გუშინდელ მატჩში დათმო
მაგრამ ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად ბრიტანელის მხარეს გადავიდა, ტომაში კი საკუთარ თავს არ ჰგავდა. ენდიმ ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის ბრწყინვალე პროცენტი აჩვენა - ათიდან ექვსი, ბერდიხმა კი სამ სეტში 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ბუნებრივია, მეტოქის ასეთ საჩუქარს მარეი ხელიდან არ გაუშვებდა.
როგორც გითხარით, ენდი მეოთხედ გავიდა ავსტრალიის ღიას ფინალში. 2010 წელს მან როჯერ ფედერერთან წააგო გადამწყვეტი მატჩი, 2011 და 2013 წლებში კი ნოვაკ ჯოკოვიჩთან მარცხდებოდა.
მარეის მეტოქე ფინალში დღეს გაირკვევა, როცა თბილისის დროით 12 საათსა და 30 წუთზე კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და მოქმედი ჩემპიონი სტენ ვავრინკა გავლენ.
კაცები
1/2-ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 6)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 6:7(6), 6:0, 6:3, 7:5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"