ანდრე აგასი რეკორდს წინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანდრე აგასიმ განაცხადა, რომ მის თანამემამულეს, სერენა უილიამსს ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მისი მეუღლის, შტეფი გრაფის რეკორდი "დიდ სლემზე" მოპოვებული ტიტულების რაოდენობით.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი 22-ჯერ იყო "მეიჯორების" ჩემპიონი, სერენას კი ამ მომენტისთვის 19 ტიტული აქვს.

"შტეფის არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნია თავისი კარიერის გამო, რადგან ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალებში იყო და ფანტასტიკურ შედეგებსაც მიაღწია. მაგრამ სერენა რაღაც დაუჯერებელს აკეთებს. შესაძლოა, სწორედ ის არის ისტორიაში უდიადესი ჩოგბურთელი, იმის მიუხედავად - დაამხობს თუ არა გრაფის
რეკორდს. რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ვინმემ ის გააუმჯობესოს. კარგი იქნება, თუ სერენას ეს გამოუვა", - განაცხადა აგასიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული